პროფესიული მასწავლებელი პროგრამისთვის " მევენახეობა და მეღვინეობა "
- ქალაქი
- მცხეთა
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
პროფესიული მასწავლებელი პროგრამისთვის " მევენახეობა და მეღვინეობა "
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი
კატეგორია:
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა:
27.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
ფუნქციები:
სასწავლო პროცესში იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, უახლეს მიღწევებსა და სამუშაო პრაქტიკას;
- იცნობს პროფესიისა და საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნებს, მისაღწევ სწავლის შედეგებს;
- გეგმავს სასწავლო აქტივობებს მოდულისა და სტანდარტის მიხედვით განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად;
- სწავლის შედეგების შესაბამისად და სტუდენტთა საჭიროებების გათვალისწინებით არჩევს მასტიმულირებელ სწავლის მეთოდებსა და ჩართულია სასწავლო მასალების ადაპტირებაში;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვის პროცესში ეფექტიანად თანამშრომლობს კომპანიის ინსტრუქტორთან და მოწვეულ მასწავლებელთან (საჭიროების შემთხვევაში);
- დისკრიმინაციის თავიდან არიდების მიზნით, ხელს უწყობს განსხვავებულობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის თანაბარ ჩართულობას მიუხედავად გენდერის, შესაძლებლობების, რელიგიის, კულტურის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და სხვა ფაქტორებისა;
- აფასებს პოტენციურ კონფლიქტებს და იღებს ზომებს მათ გადასაჭრელად;
- წაახალისებს პროფესიულ სტუდენტებს გამოთქვან საკუთარი შეხედულებები სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას;
- ჩართულია სასწავლო გარემოს სწავლის შედეგების შესაბამისად მოწყობაში (A. B. C გარემო);
- სტუდენტებს აცნობს დაგეგმილ სწავლის შედეგებსა და სასწავლო აქტივობებს;
- სასწავლო პროცესში იყენებს სწავლების სხვადასხვა ინტერაქტიულ მეთოდს სწავლის შედეგების შესაბამისად;
- ეხმარება სტუდენტებს მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების მოძიებაში;
- აკონტროლებს სტუდენტების პროგრესს, უზრუნველყოფს კონსტრუქციულ უკუკავშირს და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეაქვს სასწავლო პროცესში;
- აღნიშნავს პროფესიული სტუდენტის მიღწევებს და მხარს უჭერს მას პროგრესის შენარჩუნებაში;
- გეგმავს შეფასების პროცესს მტკიცებულებათა ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვების მიზნით;
- ამზადებს შეფასებისთვის საჭირო ყველა რესურსს;
- სტუდენტებს აცნობს შეფასების მიზნებს, კრიტერიუმებსა და მეთოდებს;
- სწავლის შედეგებისა და შესრულების კრიტერიუმების გათვალისწინებით არჩევს შეფასების სანდო, ვალიდურ, ობიექტურ და გამჭვირვალე მეთოდსა და ინსტრუმენტებს;
- შეფასების გეგმისა და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით აგროვებს სანდო, ვალიდურ,სამართლიან, გამჭვირვალე და ობიექტურ მტკიცებულებებს;
- უზრუნველყოფს ობიექტურ, სანდო, ვალიდურ და გამჭვირვალე შეფასების პროცესს;
- კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან ერთად ერთვება ვალიდაციისა და ერიფიკაციის პროცესში.
- სტუდენტებთან ერთად განიხილავს სტუდენტების შეფასების შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ;
- პროფესიული სტუდენტებისა და კოლეგებისგან იღებს შეფასებაზე უკუკავშირს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის შეფასების არსებულ მიდგომებს;
- არსებული მოთხოვნების შესაბამისად აწარმოებს შეფასებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
- არის პუნქტუალური, საიმედო და მოწესრიგებული;
- პატივს სცემს კოლეგების ინდივიდუალურ როლებსა და მათ პროფესიულ მოვალეობებს;
- თანამშრომლობს კოლეჯის ადმინისტრაციასთან და წვლილი შეაქვს კოლეჯის განვითარებაში;
- დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას იცავს ეთიკური და ეფექტიანი ურთიერთობის ნორმებს;
- აწარმოებს სტუდენთა აღრიცხვიანობის ჟურნალს და ყოველკვირეულად აწვდის პროგრამის ხელმძღანელს ;
- საკუთარი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის შეფასების მიზნით იყენებს კოლეგებისა და პროფესიული სტუდენტებისგან მიღებულ უკუკავშირს;
მინიმალური განათლება:
უმაღლესი პროფესიული
საკონკურსო კომისიის მისამართი:
მცხეთის რაიონი, სოფ.წინამძღვრიანთკარი.ილია წინამძღვრიშვილის ქN2 ა
საკონტაქტო ტელეფონები:
577 55 61 53;577 21 50 90
საკონტაქტო პირი:
ლამზირა აბაიაძე
დამატებითი მოთხოვნები:
პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს მე-5 საფეხურის უმაღლესი პროფესიული განათლება და მინიჭებული აქვს " უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია მევენახეობა და მეღვინეობაში " ან აქვს უმაღლესი განათლება "აგრონომის" კვალიფიკაციით - მევენახეობა და მეღვინეობის მიმართულებაში, ან გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები შესაბამისი მიმართულებით ან/და შესაბამისი მიმართულებით აქვს მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პროფესიული განათლების მასწავლებლისათვის დამატებითი მოთხოვნები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაბელურობა;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- აუდიტორიის მართვის უნარი;
- კრეატიულობა.
პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი დარგობრივი მოდულები კანდიდატს უნდა შეეძლოს მოდულის/მოდულების განხორციელება.
- გაცნობითი პრაქტიკა - მევენახე-მეღვინისათვის
- პრაქტიკული პროექტი - მევენახე-მეღვინესათვის - თეთრი ღვინის დაყენება
- მევენახეობის ბიოლოგიურ-სამეურნეო საფუძვლები
- ნიადაგი და ნიადაგის მოვლა
- ვაზის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლა
- ვენახის გაშენება და მოვლა
- ვაზის კვება
- სხვადასხვა ჯიშის ვაზის ნერგის წარმოება და ვენახის შევსება ახალი ნარგავებით
- ვენახისა და მარნის ტექნიკის მართვა, ტექნიკური მომსახურება და შენახვა
- მოსავლის აღება და სასაქონლო დამუშავება
- ყურძნის გადამუშავება და ვინიფიკაცია
- ღვინის დამუშავების ქიმიური და მიკრობიოლოგიური საფუძვლები
- ღვინის მოვლა
- ღვინის ხარისხის შემოწმება, სარეალიზაციოდ მომზადება და რეალიზაცია
- ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება და ჩამოსხმა
- ყურძნისეული წარმოშობის სხვა პროდუქტების დამზადება
- ღვინის დეგუსტაცია
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ( vacancy.hr.gov.ge)მეშვეობით.
- აუცილებელია კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) .
კანდიდატების საყურადღებოდ:
ა/ სამუშაო ადგილად განისაზღვრება მცხეთის რაიონი სოფ.წინამძღვრიანთკარი . სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი;
ბ/შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება გაიცემა ჩატარებული საათების შესაბამისად - ერთი საათის ანაზღაურება განისაზღვრება 24.00 ლარით.
გ/ საკონკურსო ეტაპების (საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების) წარმატებით გავლისა და კანდიდატის მიერ ჩატარებული სატესტო ლექციის საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდგომ კანდიდატთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება
დ) ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მიმდინარე შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.
ე) იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი არ იქნება შერჩეული აღნიშნულ ვაკანსიაზე, მისი რეზიუმე შესაძლოა კომპანიამ შეინახოს 1 (ერთი) წლის ვადით მომავალში შესაბამისი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში კანდიდატთან დაკავშირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით.
ვ) კანდიდატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, წაშლა ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.ამისათვის მიმართეთ საკონტაქტო პირს
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით ,განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
