პროფესიული განათლების მასწავლებელი - კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება
- ანაზღაურება
- 26 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
პროფესიული განათლების მასწავლებელი - კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ კოლეჯი ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის" მისიაა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებით/გადამზადებით ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა/გამოყენების ხელშეწყობა.
კატეგორია:
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა:
01.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
პროფესიული განათლების მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები:
- ზრუნავს პროფესიული სტუდენტის მოტივაციის ამაღლებაზე.
- ამზადებს პროფესიულ სტუდენტებს დამტკიცებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად.
- აფასებს პროფესიულ სტუდენტებს პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად როგორც განმსაზღვრელი ასევე განმავითარებელი შეფასების ფარგლებში.
- ადგენს კალენდარულ გეგმას, სასწავლო პროგრამისა და კოლეჯში არსებული ფორმის შესაბამისად.
- ქმნის მოდულის შესაბამისი სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტს, კოლეჯში არსებული ფორმის შესაბამისად და იყენებს მას.
- საჭიროების შემთხვევაში, ნიშნავს და ატარებს სტუდენტებისათვის დამატებით შეფასებას.
- ინახავს შეფასების შედეგად მოგროვებულ მტკიცებულებებს კოლეჯში არსებული ფორმის შესაბამისად.
- ავსებს შეფასების უწყისს, კოლეჯში არსებული ფორმის შესაბამისად და უზრუნველყოფს შედეგების სტუდენტებისათვის გაცნობას.
- საჭიროების შემთხვევაში, ადაპტირებას უკეთებს სასწავლო მასალას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის (მოდიფიკაცია, აკომოდაცია) ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის დახმარებით.
- მონაწილეობს პროგრამების შემუშავებისა და განვითარების პროცესში.
- ასრულებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, „სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით“ და მასწავლებლის, სპეციალურ სივრცეში განთავსებული განახლებადი, გზამკვლევით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებსა და ვალდებულებებს.
მინიმალური განათლება:
პროფესიული
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გ. ფანჯიკიძის 3
საკონტაქტო ტელეფონები:
593344303
საკონტაქტო პირი:
ნინო ქისტაური
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:
- სფეროში მიღებული პროფესიული/პროფესიული მომზადება/გადამზადება/უმაღლესი განათლება.
- სასწავლო ან/და არასასწავლო დაწესებულებაში მასწავლებლად/ლექტორად/ინსტრუქტორად/ტრენერად მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება.
- შესაბამის სფეროში მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება.
- სფეროში საერთაშორისო სერტიფიკატის/სპეციალური ლიცენზიის ფლობა.
უპირატესობა მიენიჭებათ სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს.
სალექციო თემატიკა:
1 – კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული უზრუნველყოფა
2 – კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა
3 - კომპიუტერული ქსელის ორგანიზებისა და გამოყენების პრინციპები
4 – კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების უსაფრთხოება და პრობლემების აღმოფხვრა
5 - კომპიუტერული ქსელის სტრუქტურა და აგების პრინციპები
6 - კომპიუტერული ქსელის დამისამართება
7 - ბაზისური ქსელური სერვისების გამართვა
8 - ბაზისური კომუტაცია და მარშუტიზაცია კომპიუტერულ ქსელებში
9 - ქსელის გაფართოების უზრუნველყოფა
10 - გლობალურ ქსელთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა
11 - ქსელური უსაფრთხოება და მონიტორინგი
12 - ქსელური აპარატურის და ტექნოლოგიების უსაფრთხოება
13 - მეორე დონის პროტოკოლები და ტექნოლოგიები
14 - მესამე დონის მარშრუტიზაციის პროტოკოლი (OSPF,EIGRP,Redistribution)
15 - IT პროექტების მენეჯმენტი
16 - მესამე დონის მარშრუტიზაციის პროტოკილი BGP
17 - ფიზიკური ქსელის დაგეგმვა
18 - უსაფრთხო კავშირები და WAN ჩართვები(IPsec. MPLS)
19 - გაცნობითი პრაქტიკა - კომპიუტერულ ქსელის ადმინისტრატორი
20 - საწარმოო პრაქტიკა - კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი
21-მობილური, Linux და OS X ოპერაციული სისტემები
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ გვერდზე( vacancy.hr.gov.ge) ატვირთული დოკუმენტაციით (ქართულ ენაზე) მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან;
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურსში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს;
- კანდიდატმა უნდა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ჩატარებული საათების რაოდენობის შესაბამისად (1 საათი - დარიცხული 26 ლარი).
გასაუბრების ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის მიხედვით განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
