პროფ.განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრატორი
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- მისამართი
- თბილისი, მახინჯაური თამარ მეფის გამზირი N38
- სამუშაო გრაფიკი
- სრული · სრული სამუშაო განაკვეთი (ორშ–პარ, 10:00-დან 18:00 საათამდე
- გამოცდილება
- სასურველია მსგავს პოზიციაზე, მონაცემთა ბაზებთან, ელექტრონულ რეესტრებთან ან საგანმანათლებლო საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
"ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას: პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (ონლაინ VET / ელექტრონული ჟურნალი) ადმინისტრატორი/კოორდინატორი;
სამუშაო გრაფიკი: სრული
პოზიციის მიზანი: პროფესიული განათლების პროცესების მართვის საინფორმაციო სისტემის (ონლაინ VET) უწყვეტი, გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სისტემაში ჩართული მიზნობრივი ჯგუფებისთვის (ადმინისტრაცია, პროფესიული განათლების მასწავლებლები, პროფესიული სტუდენტები) ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერის გაწევა მონაცემთა სიზუსტისა და დროული ასახვის მიზნით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მონაცემთა ბაზების მართვა: ონლაინ VET სისტემაში სტუდენტების, მასწავლებლების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო მოდულების შესახებ მონაცემების დროული შეყვანა, განახლება და კონტროლი.
- სასწავლო პროცესის ასახვა: სისტემაში სასწავლო ცხრილების, კალენდარული გეგმების, სტუდენტთა დასწრებისა და შეფასებების ჟურნალების გენერირება და მართვა.
- მხარდაჭერა: სისტემის მომხმარებლებისთვის (პროფესიული განათლების მასწავლებელი და პროფესიული სტუდენტები) ინდივიდუალური თუ ჯგუფური კონსულტაციების გაწევა, სისტემაში შესვლასთან (ავტორიზაციასთან) და მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა.
- მონიტორინგი და რეპორტინგი: ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებლების მიერ სტუდენტთა დასწრებისა და შეფასებების დროულად და სიზუსტით შეყვანის მონიტორინგი. საჭიროებისამებრ, სტატისტიკური მონაცემების, ამონაწერებისა და ანგარიშების (რეპორტების) მომზადება ადმინისტრაციისთვის.
- ხარვეზების მართვა: პროგრამული შეფერხების გამოვლენის შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამის ტექნიკურ/მხარდამჭერ გუნდთან (სამინისტროს ბაზის ადმინისტრატორებთან ან IT სამსახურთან) დროული კომუნიკაცია მის აღმოსაფხვრელად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები (განათლება და გამოცდილება):
- განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია საინფორმაციო ტექნოლოგიების, განათლების ადმინისტრირების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით).
- გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე, მონაცემთა ბაზებთან, ელექტრონულ რეესტრებთან ან საგანმანათლებლო საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- პროგრამების ცოდნა: საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel - საშუალო ან მაღალ დონეზე) საფუძვლიანი ცოდნა.
- დამატებითი ცოდნა: სასურველია პროფესიული განათლების კანონმდებლობისა და სასწავლო პროცესის თავისებურებების საბაზისო ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები და კომპეტენციები:
- ყურადღება დეტალების მიმართ: ციფრებთან, პერსონალურ მონაცემებსა და შეფასებებთან მაღალი სიზუსტით მუშაობის უნარი.
- კომუნიკაცია: გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; მომხმარებელთან (სტუდენტთან, მასწავლებელთან) ეფექტიანი და თავაზიანი ურთიერთობის უნარი.
- პრობლემის გადაჭრა: ანალიტიკური აზროვნება და ტექნიკური შეფერხებების დროს სწრაფი რეაგირების უნარი;
- დროის მენეჯმენტი: რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობისა და დადგენილ ვადებში (დედლაინებში) ამოცანების შესრულების უნარი.
სამუშაო პირობები და შრომის ანაზღაურება:
- სამუშაო ადგილი: მახინჯაური თამარ მეფის გამზირი N38;
- სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდე;
- შრომის ანაზღაურება:1200 ლარი (დარიცხული);
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ;
- დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული განვითარების/ტრენინგების ხელშეწყობა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: info@bnu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
