ბეგიგროს გრუპ
მშენებლობაპროექტის მენეჯერი - ქარის ტურბინების სამშენებლო პროექტი
გამოქვეყნდა 12 ოქტბოლო ვადა: 12 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- თბილისი, საქართველო, გურამიშვილის #39
სრული აღწერა
შპს "ბეგიგროს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას: პროექტის მენეჯერი - ქარის ტურბინების სამშენებლო პროექტი
სამუშაო ადგილი: საქართველო, გურამიშვილის #39
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ვეძებთ პროექტის მენეჯერს ქარის ტურბინების სამშენებლო სამუშაოების დასაგეგმად და სამართავად. პოზიცია მოიცავს სამუშაოების გრაფიკის, რესურსების, ხარისხისა და ბიუჯეტის ყოველდღიურ კონტროლს.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის სამუშაო გეგმისა და შესრულების გრაფიკის მომზადება და მართვა.
- სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის მიწის სამუშაოებისა და ტურბინების საძირკვლების მოწყობის კოორდინაცია.
- პროექტის ნახაზების ტექნიკური მოთხოვნებისა და მოცულობებზე დროული რეაგირება.
- სამუშაო ძალის, ტექნიკის, მასალებისა და ქვეკონტრაქტორების მუშაობის დაგეგმვა.
- შესრულებული სამუშაოების მოცულობის, ვადების ხარისხისა და ხარჯების კონტროლი.
- დამკვეთთან, ზედამხედველთან, პროექტანტებთან და ობიექტის გუნდთან კომუნიკაცია.
- ტექნიკური საკითხების, ცვლილებებისა და შეფერხებების აღრიცხვა და გადაწყვეტის ორგანიზება.
- შესრულების ანგარიშებისა და სამუშაოების ჩაბარებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია.
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან ერთად სამუშაოების უსაფრთხო შესრულების უზრუნველყოფა.
საკონტაქტო: begigrosgroup@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
