პროექტის მენეჯერი
- ანაზღაურება
- ≈ 4 300–5 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- საოფისე
სრული აღწერა
Premium leasing ეძებს ,,ავტო გაყიდვების პროექტის მენეჯერს”
პრემიუმ ლიზინგი საერთაშორისო ჯგუფ „4 finance“-ში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. კომპანია ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტოლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით — უკულიზინგით. „4 finance“-ის ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით 11 ქვეყანაში ოპერირებს.
სავალდებულო მოთხოვნები
- გამოცდილება ავტო გაყიდვების სფეროში, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის მიმართულებით
- ავტოდილერულ კომპანიაში ან მსგავს ბიზნესში მუშაობის გამოცდილება
- ახალი კლიენტების მოზიდვის გამოცდილება
- სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება
- გაყიდვების გუნდის შექმნისა და მართვის გამოცდილება
- გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების დაგეგმვისა და კონტროლის გამოცდილება
- MS Word-ისა და MS Excel-ის ცოდნა
შედეგი, რასაც ველით
- გაყიდვების გეგმის შესრულება გუნდის მასშტაბით
- ლიდიდან გარიგებამდე კონვერსიის ზრდა
- ქარლოტზე ავტომობილების ბრუნვადობის ზრდა
- ახალი ლიდების შემოდინების ზრდა
- სატელეფონო გაყიდვების გუნდის სრული დაკომპლექტება
კატეგორია: ავტო-მოტო ინდუსტრია
რატომ ჩვენთან: კომპანიაში მეგობრული გარემოა, ფიქსირებული შემოსავლის ზრდის პერსპექტივა, შედეგზე მიბმული საბონუსე სისტემა, სამუშაოდ კომფორტული ოფისი, კარიერული განვითარების შესაძლებლობა, კომპანია ფოკუსირებულია შედეგებზე და არა სამსახურში დახარჯულ დროზე, მენეჯმენტი აფასებს თავის თანამშრომლებს და აღიარებს მათ მნიშვნელობას, კომპანია იმართება ლიდერული პრინციპების საშუალებით, კომპანიაში გადაწყვეტილებები მიიღება დემოკრატიული პრინციპით, მენეჯმენტი ამოტივირებს და აძლევს უკუკავშირს გუნდის წევრებს, მენეჯმენტი აფასებს თანამშრომლების ახალ იდეებს, მენეჯმენტი ორიენტირებულია თანამშრომლების კმაყოფილებაზე, მენეჯმენტი ენდობა თანამშრომლებს და აძლევს უფლებას იმუშაონ დამოუკიდებლად
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

