პროექტირების სპეციალისტი
- მისამართი
- ქ. თბილისი, მედე (მზია) ჯუღელის #10
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ / 09:00 -18:00 სთ
სრული აღწერა
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 19 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ახალი მიერთებების საპროექტო სამსახურში- პროექტირების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მედე (მზია) ჯუღელის #10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი / 09:00 -18:00 სთ
ძირითადი მოვალეობები:
- ნახაზების მომზადება ადგილობრივი კანონმდებლობის და კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად;
- პროექტების მომზადება კანონმდებლობის მოთხოვნებისა და კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად;
- დეტალური ნახაზების შესრულება პროექტის სპეციფიკაციების გათვალისწინებით;
- წყალმომარაგება-წყალარინების ქსელების ტექნიკური პროექტების შემუშავება;
- პროექტების მომზადება ტექნიკური დავალებისა და პირობების გათვალისწინებით;
- ადგილზე მოკვლევითი სამუშაოებში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო მიმართულებით;
- მსგავსი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- ობიექტების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ, მეთოდური და ნორმატიული მასალების წარმოების გამოცდილება;
- მასალების ტიპისა და თვისებების ცოდნა;
- სტანდარტების, ტექნიკური პირობების და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
- AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Ms Office საშუალო დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პროექტირების სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

