პროექტების მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი, ქ. წამებულის 44
სრული აღწერა
ვაცხადებთ ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე კომპანია "ელტეგისთვის" (http://www.elteg.ge).
კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი.
პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მივესალმებით ორგანიზებულ, გუნდის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების, პრობლემების სწრაფად გადაჭრის, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარების და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე კანდიდატებს.
სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო ობიექტზე პირველადი ვიზიტის განხორციელება;
- ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა და დაზუსტება;
- არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა, მათ შორის ადგილზე აზომვების განხორციელება და სხვა რელევანტური მონაცემების შეგროვება;
- მოპოვებული მონაცემების ანალიზი და დამკვეთის საჭიროებების გათვალისწინებით ინფორმაციის საბოლოო ფორმალიზება;
- დამკვეთთან კომუნიკაციის საფუძველზე მისი საჭიროებების იდენტიფიცირება და ფორმალიზება წერილობითი სახით;
- კომპლექსური ტექნიკური მოთხოვნების შედგენა, რომლებიც ეფუძნება ანალიზს და არსებულ ტექნიკურ პირობებს;
- პროექტის შესრულების პროცესის მუდმივი მონიტორინგი ობიექტზე;
- გამოვლენილი ხარვეზებისა და რისკების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება წერილობითი ფორმით;
- შესაბამისი მოწყობილობებისა და მასალების შერჩევა ხარისხის, ეფექტიანობისა და ღირებულების გათვალისწინებით;
- პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური ინფორმაციის, სპეციფიკაციებისა და სხვა მასალების მომზადება წერილობითი ფორმით;
- შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების და დასკვნების შედგენა;
- საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სახელით დამკვეთებთან შეხვედრებში მონაწილეობა;
- შეხვედრების შედეგების და მიღებული გადაწყვეტილებების წერილობითი დაფიქსირება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
- კომპანიის მენეჯმენტის მითითებით, განახორციელოს სხვა ამოცანები, რომლებიც არ არის პირდაპირ მითითებული ამ დანართში, მაგრამ ემსახურება კომპანიის სტრატეგიული და ოპერატიული მიზნების მიღწევას.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
- მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი სამშენებლო სფეროში;
- მენეჯერული გამოცდილება, დიდი გუნდის მართვის უნარი;
- ელექტროობის ტექნიკური ცოდნა (სავალდებულო);
- მექანიკური ინჟინერიის საბაზისო ცოდნა ან სწრაფად ათვისების უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს, ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
