პროექტების მენეჯერი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 08:30-17:30 სთ-მდე
სრული აღწერა
შპს "ვიქტორია 98" (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo.
"ვიქტორია98" ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა "ZEGNA", "HUGO", "BOSS" და "PAUL&SHARK".
კომპანია შპს "ვიქტორია 98" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-17:30 სთ-მდე;
- ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 4000 ლარი, 4500 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული პროექტების დაგეგმვა;
- ბიუჯეტის მომზადება;
- პროექტის თაიმლაინის შემუშავება;
- პროექტის მიმდინარეობის რეპორტინგი და ანალიზი;
- პროექტების სრული ციკლის ანალიზი და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საცალო ვაჭრობის (Retail) სექტორისა და ბაზრის ტენდენციების ცოდნა;
- ბიზნესის მართვის, ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების პრინციპების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების ან შესაბამის სფეროში;
- დამატებითი მენეჯერული/სერტიფიცირებული კურსები (მაგ., MBA) ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- გუნდურობა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hr@victoria98.com.ge და სათაურის ველში ("Subject"-ში) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
