პროექტების მენეჯერი
გამოქვეყნდა 11 ოქტბოლო ვადა: 11 ნოე
- მისამართი
- სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი
- ბენეფიტები
- სამედიცინო დაზღვევა · Fitpass · კორპორაციული ნომერი
სრული აღწერა
კომპანია "ევრო პანელ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ხელფასი: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის რაოდენობრივი ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
- პროექტების ბიუჯეტირება;
- სამუშაოების გეგმა-გრაფიკის მომზადება და რისკების იდენტიფიცირება;
- სამუშაო ძალის მენეჯმენტი;
- ობიექტზე მიმდინარე საფასადე სამუშაოების ტექნიკური დაგეგმარება;
- სამუშაოების გეგმა-გრაფიკის და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
- ობიექტის მომარაგება და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი;
- მასალების რაოდენობის ხარჯვითი კონტროლი;
- მიღება-ჩაბარებების გაფორმება;
- ფორმა N2-ის შედგენა გაფორმება;
- ყოველკვირეული რეპორტინგი;
სავალდებულო მოთხოვნები:
- გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან პროექტის მენეჯერის ან/და საქმეთა მწარმოებლის მიმართულებით მინიმუმ 2 წელი;
- გარე ფასადებზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა (სასურველია).
პერსონალური უნარები:
- პასუხისმგებლობიანი;
- საქმის მიმართ პედანტური;
- გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
- მომთხოვნი;
- კეთილსინდისიერი;
- სტრესულს სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა;
- Fitpass;
- კორპორაციული ნომერი;
- თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) განაცხადის შევსება ან ელ ფოსტაზე hr@europanels.ge.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
