პროექტების მენეჯერი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
- სამუშაო გრაფიკი
- მოქნილი, თავსებადი სწავლასთან ან ძირითად სამსახურთან
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ბენეფიტები
- უპირველეს ყოვლისა, ბევრ სითბოს, სიყვარულსა და ბენეფიციარების მადლიერებით სავსე უკუკავშირს
სრული აღწერა
საქველმოქმედო ფონდი „ერთად შევცვალოთ სამყარო“ ეძებს გუნდის ახალ წევრს პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ფონდის შესახებ: ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას (მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსების გზით) გულისხმობს. ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს და აქტივობას მართავენ მოხალისეები. ფონდს საოპერაციო ხარჯი საერთოდ არ აქვს: ხელფასს არავინ იღებს, არ გვაქვს მივლინებები, არ ვყიდულობთ რაიმე მომსახურებას და ა.შ.. თუ რომელიმე მიმართულება აუცილებლად დასაფინანსებელი გახდა, ფონდში ჩართული მოხალისეები ამას საკუთარი სახსრებით ახორციელებენ. (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.changetheworld.ge — ბმულის გახსნა.
ვეძებთ გუნდის წევრს: საინტერესო იდეებით, მოხალისეობრივი განწყობით და უანგაროდ სხვების დახმარების სურვილით, რომელსაც უნდა რეალურ პროექტებში ჩართვა, პასუხისმგებლობის აღება და პროფესიული ზრდა საქველმოქმედო საქმიანობის გზით.
პროექტების მენეჯერი (მოხალისე)
სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური
დატვირთვა: დღეში საშუალოდ 1 საათამდე
გრაფიკი: მოქნილი, თავსებადი სწავლასთან ან ძირითად სამსახურთან
ანაზღაურება: მოხალისეობრივი, ანაზღაურების გარეშე
ფუნქცია და მოვალეობები:
- ფონდის საქველმოქმედო პროექტებისა და ინიციატივების დაგეგმვა და კოორდინაცია;
- ახალი პროექტების იდეების ჩანიშვნა და მათი განხორციელების ორგანიზება;
- პროექტების მიზნების, ძირითადი ეტაპებისა და ვადების განსაზღვრა;
- პროექტებში ჩართული მოხალისეების საქმიანობის კოორდინაცია და გუნდური თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- მიმდინარე პროექტების პროგრესის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პროცესების გაუმჯობესება;
- პროექტების შედეგების შეჯამება და გუნდისთვის ინფორმაციის გაზიარება.
რას ველით შენგან:
- პროექტების მართვის ან კოორდინაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის;
- მოტივაციას, ჩაერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში და შენი წვლილი შეიტანო ბავშვების დახმარებაში.
- ორგანიზებულობასა და დროის ეფექტიანად მართვის უნარს;
ჩვენ გთავაზობთ
- უპირველეს ყოვლისა, ბევრ სითბოს, სიყვარულსა და ბენეფიციარების მადლიერებით სავსე უკუკავშირს.
- ასევე, მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოს, სადაც შეძლებ საკუთარი იდეების განხორციელებას, რეალური პასუხისმგებლობის აღებასა და ისეთი პროექტების მართვას, რომელთა შედეგებიც ბავშვების ცხოვრებაზე უშუალოდ აისახება.
რას გაძლევს მოხალისეობა:
- სოციალური გავლენა – დაეხმარები ბავშვებს
- პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე
- ახალი კავშირები, განვითარება და რეკომენდაცია
- პროფესიული გამოცდილება
როგორ შემოგვიერთდე?
თუ გინდა, რომ შენი დრო, ცოდნა და ენერგია მნიშვნელოვან საქმეს მოახმარო, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@changetheworld.ge
ელფოსტის სათაურში მიუთითე: „პროექტების მენეჯერი (მოხალისე)“
ერთად შევცვალოთ სამყარო - ერთი კეთილი საქმით, ერთი პროექტით, ერთი ბავშვის უკეთესი მომავლით!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- სამუშაო სახლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
