პროექტების მართვის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
პროექტების მართვის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემაში სამართლიანი, გამჭვირვალე და სანდო საგამოცდო პროცესების წარმართვას. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ორგანიზებას უწევს და ატარებს ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის, საბაზო პროფესიული უნარებისა და სხვა გამოცდებს/ტესტირებებს.
კატეგორია:
პროექტების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
10.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
ა) სამსახურებრივი კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და სათანადო პასუხის მომზადება;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობა, ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია;
გ) ცენტრის სახელით საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში, ფორუმებში, სამუშაო შეხვედრებსა და სხვადასხვა ინიციატივებში მონაწილეობის დაგეგმვა და კოორდინაცია, მათ შორის წარმომადგენლების შერჩევის, მონაწილეობის ფორმატის განსაზღვრისა და შესაბამისი საინფორმაციო მასალების უზრუნველყოფის გზით;
დ) საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო და გამოცდების ადმინისტრირების დაწესებულებებთან ინსტიტუციური თანამშრომლობის
განვითარება და გაღრმავება;
ე) უცხოური დელეგაციების, ექსპერტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების ვიზიტების დაგეგმვა და შესაბამისი ღონისძიებების (შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები) ორგანიზება;
ვ) ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განათლების სექტორის ჰარმონიზაციის პროცესში მონაწილეობა, მათ შორის კომპეტენციის ფარგლებში საგანმანათლებლო შეფასებისა და გამოცდების მოდელების ურთიერთდაახლოების ხელშეწყობა;
ზ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა, ანალიზი, მისი დანერგვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
თ) ცენტრის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტების, ძირითადი მიმართულებებისა და მიზნების განსაზღვრის მხარდაჭერა, მათ შორის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხედვასა და განათლების სისტემის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ი) არსებული პრაქტიკისა და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, ცენტრის განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და შესაბამისი საინფორმაციო დოკუმენტების მომზადება;
კ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცენტრის წარმომადგენლობის სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა და კოორდინაცია, მათ შორის პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, ვიზიტის პროგრამისა და სამუშაო დღის წესრიგის მომზადება, ხოლო ვიზიტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული, ფინანსური და ლოჯისტიკური საკითხების უზრუნველსაყოფად ცენტრის ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან თანამშრომლობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო შეხვედრების, ღონისძიებებისა და სამუშაო ვიზიტებისთვის საჭირო საინფორმაციო მასალების (სასაუბრო ტექსტები, პრეზენტაციები და სხვა) მომზადება;
მ) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვის, კოორდინაციის, ადმინისტრირებისა და ოპერაციული მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა, შესრულების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და შედეგებზე დაფუძნებული ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ნ) საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული გამოცდილების დოკუმენტირება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის;
ო) განათლების სექტორში დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
პ) საერთაშორისო გამოცდების სრული ციკლის მართვა, მათ შორის დაგეგმვის, ტექნიკური მზადყოფნის, ჩატარების, შეფასებისა და შედეგების მიწოდების პროცესების კოორდინაცია;
ჟ) ცენტრის რესურსებსა და კომპეტენციებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და შეფასებითი მომსახურებების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და განვითარების ხელშეწყობა;
რ) საპროექტო წინადადებებისა და საპორტფელო შეთავაზებების (EOI, ToR) მომზადების კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;
ს) ფასიანი სერვისების ადმინისტრირების მხარდაჭერა, მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციის, ფიზიკური და იურიდიული პირის დაკვეთების ორგანიზებისა და შესრულების კოორდინაცია, აგრეთვე შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შეფასებითი ინსტრუმენტების, ტრენინგ-პროგრამებისა და საგამოცდო მოდელების შემუშავებისა და განვითარების მხარდაჭერა;
ტ) ცენტრის სერვისების პოპულარიზაცია კერძო სექტორში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებში, თანამშრომლობის გაფართოებისა და შემოსავლების ზრდის მიზნით, აგრეთვე დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციების გაწევა, მოლაპარაკებების კოორდინაცია და ხელშეკრულებების მომზადების პროცესში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა;
უ) განხორციელებული კერძო პროექტების ეფექტიანობისა და ფინანსური შედეგიანობის შეფასებაში მონაწილეობა;
ფ) ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა ერთიანი პოლიტიკის განხორციელების, პროცესების თანმიმდევრობისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;
ქ) ცენტრის დირექტორის, ზედამხედველი დირექტორის მოადგილისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების/მითითებების შესრულება;
ღ) საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრის პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი ან მენეჯმენტი და ადმინისტრირება
საკონკურსო თემატიკა:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანება;
ბ) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულება;
გ) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შინაგანაწესი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ელიზბარ მინდელის №9
საკონტაქტო ტელეფონები:
2 473333 (შიდა 7414)
საკონტაქტო პირი:
მადონა ითაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა სახელმწიფო ენის ცოდნა;
- კომპეტენციები/უნარები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
კომპლექსური აზროვნება;
დროის ეფექტიანი მართვა;
საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), იმ შემთხვევაში თუ დიპლომი გაცემულია უცხო ქვეყნის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დოკუმენტს თან უნდა ახლდეს უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით);
- დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა);
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- მიუთითოს არანაკლებ ერთი რეკომენდატორი (სახელი და გვარი, სამუშაო პოზიცია და საკონტაქტო ტელეფონი);
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის;
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
შერჩეული კანდიდატის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- ცნობა საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის შესახებ;
- ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობები;
- ცნობა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, რომ აღნიშნული პირი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი არ არის (მის: ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. № 9);
- ცნობა საჯარო სამსახურიდან, რომელშიც აღნიშნული პირი მუშაობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და გათავისუფლებული არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის (აღნიშნული ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შერჩეული კანდიდატი ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში);
- წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოეთხოვება მამაკაცებს 17-დან 27 წლამდე).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
