კრეატორს ჯგუფი
ადმინისტრაციაპროექტ მენეჯერი
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- ანაზღაურება
- 700+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-დან 19:00-მდე
სრული აღწერა
სარეკლამო კომპანია "კრეატორს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- თანამშრომლობის მიზნით პოტენციური დამკვეთი კომპანიების მოძიება და შესაბამისი ბაზის წარმოება (შექმნა და განახლება);
- პოტენციურ დამკვეთებთან შეხვედრა/მოლაპარაკების წარმოება;
- დამკვეთებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა;
- პროექტის მიმდინარეობის კონტროლი დამკვეთთან შეთანხმებული ვადების, დიზაინისა და ხარისხის შემოწმების მიზნით;
- სამუშაო პროცესში მონაწილეობა პროდუქტის სპეციფიკის შესაბამისად;
- ყოველდღიურად გეგმის წარმოება და რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
- კრეატიულობა;
- ენერგიულობა;
- შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი.
- B2B სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დასაქმების პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + თითოეული შესრულებული პროექტის მოგების 10%.
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-დან 19:00-მდე.
- დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და "საქართველოს შრომის კოდექსით" გათვალისწინებული უქმე დღეები.
დამატებითი ბენეფიტები:
- გარდა მოცემული სახელფასო სქემისა, მნიშვნელოვანი პროექტებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი ბონუსები.
- კომპანია ასევე გთავაზობთ სხვა მნიშვნელოვან ბენეფიტებს, რომელთა შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით გასაუბრების ეტაპზე.
დაინტერესებულმა პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info.creators13@gmail.com.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
