პროდუქციის მენეჯერი კარდიოლოგიის მიმართულებით
- მისამართი
- თბილისი, ქვემო ფონიჭალა
- ბენეფიტები
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას · კვარტალურ საბონუსე სისტემას · სოციალურ პაკეტს (სატელეფონო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა)
სრული აღწერა
GM Pharmaceuticals წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება როგორც საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) ქარხნებში.
8 ქვეყანაში, 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომლით წარმოდგენილი GM Pharmaceuticals, არის კომპანია, სადაც ინოვაცია ერწყმის ადამიანურ პოტენციალს, რათა 12 მილიონზე მეტი მომხმარებლის ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.
GM Pharmaceuticals აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე კარდიოლოგიის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 – 18:00
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კვარტალურ საბონუსე სისტემას;
- სოციალურ პაკეტს (სატელეფონო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).
ფუნქცია-მოვალეობები:
- ფარმაცევტული, სამედიცინო ბაზრის მონაცემების და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გამოკვლევა, შეჯამება და ანგარიშების შედგენა;
- ბაზრის კვლევა/ანალიზი, კონკურენტების შეფასება;
- გაყიდვების დაგეგმარებისა და ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;
- პროდუქციის დეტალური შესწავლა, სამედიცინო-სამეცნიერო ინფორმაციის დამუშავება;
- საპრომოციო, საინფორმაციო, სარეკლამო, საპრეზენტაციო მასალების მომზადება;
- შეხვედრების, სამედიცინო-სამეცნიერო სიმპოზიუმების, სემინარების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება;
- წამყვან ექიმი-სპეციალისტებთან პერსონალური ვიზიტების განხორციელება;
- სამედიცინო წარმომადგენლებთან ორმაგი ვიზიტების განხორციელება მათი სამედიცინო-სამეცნიერო ცოდნის გაღრმავების მიზნით;
- გაყიდვების გუნდისთვის სატრენინგო მასალის, ტესტური დავალებების მომზადება;
- სამედიცინო წარმომადგენლების/გაყიდვების ჯგუფის მენეჯერების ტრენინგისა და ტესტირების ჩატარება;
- რეგისტრაციის განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობა - პროდუქტის ბრენდის, დიზაინის, ანოტაციის, პირველადი და მეორეული შეფუთვის ტექსტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ინიცირებული დამატებითი მოვალეობების შესრულება.
განათლება და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის/სამკურნალო ფაკულტეტი);
- ფარმაცევტულ კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel, Word, PowerPoint) ცოდნა;
- მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია საკუთარი ავტომანქანის ფლობა).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- როგორც წერითი, ისე ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
- პრეზენტაციის უნარი;
- მოლაპარაკების უნარი;
- დინამიური, მოქნილი და ცვლილებების მიმართ სწრაფი ადაპტირების უნარი;
საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე. დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV არაუგვიანეს 2026 წლის 25 ნოემბრისა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯი ემ ფარმასიუთიქალს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პროდუქციის მენეჯერი კარდიოლოგიის მიმართულებით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

