პროდუქციის მენეჯერი
გამოქვეყნდა 8 ოქტბოლო ვადა: 8 ნოე
სრული აღწერა
ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სასურველია ფარმაცევტულ კომპანიაში პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ლიდერული თვისებები; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გამართული მეტყველება;
- პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
- პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ორგანიზებულობა; პროექტის მართვის უნარი;
- სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის ანალიზის უნარი;
- სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
უპირატესად ჩაითვლება კანდიდატი მუშაობის გამოცდილებით და ექიმების ბაზით.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ CV ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: miropharma2021@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითონ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
