პროდუქტის სპეციალისტი
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
სრული აღწერა
"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.
"Talkpal"-ის პროდუქტების (Web, iOS, Android, Business App) განვითარებისთვის ვეძებთ პროდუქტის სპეციალისტს, რომელიც დისტანციურად იმუშავებს პროდუქტის ანალიტიკაზე, ფუნქციონალის სპეციფიკაციებსა და ექსპერიმენტებზე.
შენი ძირითადი სამუშაო:
- პროდუქტის Roadmap-ის ფორმირებაში მონაწილეობა - მონაცემების, მომხმარებელთა უკუკავშირისა (Feedback) და ბიზნესმიზნების ანალიზის საფუძველზე პრიორიტეტების განსაზღვრა;
- ახალი ფუნქციონალის სპეციფიკაციების (User Stories, Acceptance Criteria) გაწერა და მათი დანერგვის პროცესის კოორდინაცია დიზაინისა და დეველოპმენტის გუნდებთან ერთად;
- მონაცემთა ანალიზი და კონვერსიის ოპტიმიზაციის (CRO) ინიციატივების შემუშავება;
- A/B ტესტების დაგეგმვა, გაშვება და შედეგების ანალიზი;
- მომხმარებლის ქცევის, შეფასებებისა (Reviews) და მხარდაჭერის გუნდში (Support) შემოსული მიმართვების ანალიზი პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით;
- კონკურენტებისა და AI ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი;
- პროდუქტის ძირითადი მეტრიკების მონიტორინგი და რეგულარული რეპორტინგი (ანგარიშგება).
შენ მოგაქვს:
- ანალოგიურ პოზიციაზე 5 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება, სასურველია B2C მობილურ ან Subscription პროდუქტში;
- ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება და A/B ტესტირების პრაქტიკა;
- დეველოპერებთან და დიზაინერებთან მუშაობის გამოცდილება Agile გარემოში;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
რატომ უნდა შემოგვიერთდე:
- გახდები სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის ნაწილი;
- გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება;
- მეგობრული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ადგილმდებარეობა: დისტანციური;
- დასაქმების ტიპი: კონტრაქტორი (B2B / მომსახურების ხელშეკრულება).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.
თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს "Talkpal, Inc." ის თქვენთან შესაძლო სამომავლო ურთიერთობის მიზნით.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
