BUYAUTOSELL
პროდუქტის მფლობელი
გამოქვეყნდა 22 ოქტბოლო ვადა: 22 ნოე
სრული აღწერა
"BUYAUTOSELL" (buyautosell.com) არის გლობალური ავტომობილების მარკეტპლეისი, რომელიც აერთიანებს მყიდველებს, გამყიდველებს, დილერებს, ლოჯისტიკურ კომპანიებსა და ინვესტორებს ერთ პლატფორმაზე. პლატფორმა უკვე მუშაობს ოთხ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული, ჩინური) და მოიცავს:
- განცხადებების მარკეტპლეისს ვერიფიცირებული დილერებით
- დილერის CRM-ს, ლიდებისა და გაყიდვების მართვას
- ლოჯისტიკის, განბაჟებისა და ტრანსპორტირების სრულ ციკლს
- ფინანსების, ფაქტორინგისა და ესკროუ გარიგებების ინსტრუმენტებს
- BASI-ს — ჩვენს საკუთარ AI ასისტენტს (ჩატი, ხმოვანი რეჟიმი, ბაზრის კვლევა)
- ვებ-აპლიკაციას (PWA) და Android აპლიკაციას
ჩვენ ვაშენებთ პროდუქტს, რომელიც ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის მთელ გზას, ძებნიდან გარიგების დასრულებამდე, ერთ სივრცეში აერთიანებს.
რას გააკეთებ:
- პროდუქტის roadmap-ის ფორმირება და პრიორიტეტების განსაზღვრა ბიზნეს-მიზნებიდან გამომდინარე
- მომხმარებლების (მყიდველები, დილერები, ლოჯისტები, ინვესტორები) საჭიროებების კვლევა და მათი გამოცდილების გაუმჯობესება
- ახალი ფუნქციების აღწერა: მოთხოვნები, user story-ები, მიღების კრიტერიუმები
- განვითარების გუნდთან ყოველდღიური მუშაობა: backlog-ის მართვა, სპრინტების დაგეგმვა, დედლაინების კონტროლი
- პროდუქტის მეტრიკების განსაზღვრა და მონიტორინგი (აქტივაცია, კონვერსია, retention)
- AI ფუნქციების (BASI) განვითარების მიმართულების ჩამოყალიბება
- კონკურენტებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი
ვის ვეძებთ:
- 2+ წლის გამოცდილება პროდუქტ ოუნერის ან პროდუქტ მენეჯერის პოზიციაზე
- ციფრული პროდუქტის სრულ ციკლზე (იდეიდან გაშვებამდე) მუშაობის გამოცდილება
- backlog-ის მართვისა და რეპორტინგის გამოცდილება
- ანალიტიკური აზროვნება: გადაწყვეტილებების მიღება მონაცემებზე დაყრდნობით
- ქართული და ინგლისური ენების თავისუფალი ცოდნა
- ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაციის უნარი
შენი უპირატესობა იქნება:
- მარკეტპლეისის ან e-commerce პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება
- AI ფუნქციების პროდუქტში ჩაშენების გამოცდილება
- ავტოინდუსტრიის ან ლოჯისტიკის სფეროს ცოდნა
რას გთავაზობთ:
- რეალურ გლობალურ პროდუქტზე მუშაობას
- პირდაპირ გავლენას პროდუქტის მიმართულებების განსაზღვრასა და პროდუქტის განვითარებაზე
- თანამედროვე ტექნოლოგიურ სტეკს და AI-ზე აგებულ პროდუქტს
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (განიხილება ინდივიდუალურად, გამოცდილებიდან გამომდინარე)
როგორ მოგვმართო
განაცხადის გასაკეთებლად, გადადით საიტზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
