Alpen Pharma AG-ს წარმომადგენლობა
ადმინისტრაციაპროდუქტის მენეჯერი
გამოქვეყნდა 20 ოქტბოლო ვადა: 20 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- მთავარი მოთხოვნა
- ფარმაცევტულ ბიზნესში პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია "Alpen Pharma AG"-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სავალდებულო სამუშაო გამოცდილება: 2 + წელი
მოვალეობები:
- ფარმაცევტული ბაზრის, სეგმენტის, კონკურენტების ანალიზი;
- მედიკამენტების საბითუმო და საცალო დისტრიბუციის ანალიზი;
- მედიკამენტების პოპულარიზაციის სტრატეგიებისა და ტაქტიკის შემუშავება და განხორციელება;
- მედიკამენტების პოპულარიზაციის აქტივობების ეფექტურობის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
- სარეკლამო ბიუჯეტების დაგეგმვა და კონტროლი;
- გაყიდვების პროგნოზირება;
- კომპანიის ყველა კატეგორიის ბიზნეს პარტნიორთან და პროდუქტების მომხმარებლებთან ურთიერთქმედების სქემების შემუშავება, როგორც მედიკამენტების პოპულარიზაციის საერთო სტრატეგიის ნაწილი;
- საკვანძო კლიენტებთან ურთიერთობა;
- კონგრესებზე, კონფერენციებზე და ა.შ. მონაწილეობისა და მუშაობის ორგანიზების დაგეგმვა;
- რეგიონული სამსახურის თანამშრომლებისთვის პროდუქტის ტრენინგის მომზადება და ჩატარება;
- პროდუქტების პოპულარიზაციის დადგენილი გეგმების შესრულების მონიტორინგი;
მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი სამედიცინო, უპირატესობად ჩაითვლება დამატებითი მარკეტინგული განათლება;
- აუცილებელია ფარმაცევტულ ბიზნესში პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება;
- მარკეტინგული გეგმების წერისა და განხორციელების გამოცდილება;
- სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლის გამოცდილება;
- პრეზენტაციის უნარები, ანალიტიკური უნარები, მოლაპარაკების უნარები;
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, შედეგებზე ორიენტირებულობა, მენეჯერული კომპეტენციები;
- რუსული ენის ცოდნა აუცილებელია - B2.
- ინგლისური ენის ცოდნა - B1.
- საოფისე პროგრამები (word, Excel, power point)
- ავტომობილის მართვა (აუცილებელია);
პირობები:
- კონკურენტუნარიანი ხელფასი (განხილული იქნება შერჩევის მეორე ეტაპზე);
- კორპორაციული კომუნიკაციები;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორაციული ავტომობილი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV: maia.kvachakidze@alpenpharma.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
