პროდუქტების განვითარების მენეჯერი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 6 დეკ
- მისამართი
- ქ. თბილისი, გამრეკელის N19
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 09:30-18:30
სრული აღწერა
სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გამრეკელის N19
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ძირითადი მოვალეობები:
- ბაზრის, კონკურენტული გარემოს, მომხმარებელთა საჭიროებებისა და გაყიდვების ტენდენციების კვლევა და ანალიზი;
- არსებული სადაზღვევო პროდუქტების კონკურენტუნარიანობის შეფასება და მათი გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
- ახალი სადაზღვევო პროდუქტებისა და არსებული პროდუქტების ცვლილებების კონცეფციის, ბიზნესქეისისა და კომერციული შეთავაზების შემუშავება;
- ახალი პროდუქტების განვითარებისა და ბაზარზე გაშვების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;
- პროდუქტების გაყიდვების, კომერციული ეფექტიანობისა და მომგებიანობის მონიტორინგი და შესაბამისი გაუმჯობესებების ინიცირება;
- ახალი ბიზნესშესაძლებლობებისა და პროდუქტთან დაკავშირებული პარტნიორების მოძიება და შეფასება;
- ბენეფიტების პარტნიორებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და პარტნიორული ურთიერთობების მართვა;
- პარტნიორების, შეთავაზებებისა და ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციის მართვა და ვადების მონიტორინგი;
- პროდუქტის განვითარების პროექტების პროგრესისა და შედეგების ანალიზი, შესაბამისი ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- ახალი პროდუქტებისა და ცვლილებების განხორციელების შემდგომი შედეგების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის, ფინანსების ან შესაბამის სფეროში;
- პროდუქტების მართვის, პროდუქტის განვითარების, მარკეტინგის, ბიზნესის განვითარების ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ბრენდის მართვისა და განვითარების, ბაზარზე პოზიციონირებისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის გამოცდილება.
- ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევისა და ანალიზის გამოცდილება;
- ახალი პროდუქტის/სერვისის შექმნის ან არსებული პროდუქტის განვითარების გამოცდილება;
- კომერციული შეთავაზებებისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების უნარი;
- პროექტების მართვისა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება;
- პარტნიორებთან მოლაპარაკებისა და კომერციული ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
- სადაზღვევო სფეროსა და სადაზღვევო პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- შედეგზე და ბიზნესზე ორიენტირებულობა;
- პროექტებისა და პროცესების კოორდინაციის უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინიციატივიანობა და პროაქტიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
წარმატებებს გისურვებთ!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"უნისონი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პროდუქტების განვითარების მენეჯერი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
