პრობლემური პორტფელის მართვის ხელმძღვანელი
- ქალაქი
- თბილისი
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაო გარემოს · პროფესიული განვითარების შესაძლებლობას · კონკურენტულ ანაზღაურებას
სრული აღწერა
კომპანია "სონო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური პორტფელის მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხების პორტფელის მართვა.
- საშეღავათო მოლაპარაკებების წარმოება.
- გადახდის გრაფიკისა და დავალიანების დაფარვის პირობების შეთანხმება კომპანიის შიდა პოლიტიკის ფარგლებში.
- სალომბარდე სესხებზე არსებული უზრუნველყოფის საგნებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონტროლი.
- პრობლემური სესხების სტატუსის მონიტორინგი და მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის განახლება.
- ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშგების მომზადება.
- საჭიროების შემთხვევაში, იურიდიულ სამსახურთან თანამშრომლობა და სამართლებრივი პროცედურების კოორდინაცია.
- სხვა დავალებების და პასუხისმგებლობების შესრულება მოთხოვნის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პრობლემური სესხების მართვის, ამოღების ან ფინანსურ სექტორში.
- მიკროსაფინანსო ან სალომბარდე სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- საკრედიტო ხელშეკრულებებისა და სესხის დაფარვის პირობების ცოდნა.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, განსაკუთრებით Excel).
- სასურველია საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობისა და სააღსრულებო წარმოების საფუძვლების ცოდნა.
აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი.
- რთულ და კონფლიქტურ სიტუაციებში სწორი რეაგირების უნარი.
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
- პრინციპულობა, დისციპლინა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს.
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
- კონკურენტულ ანაზღაურებას.
- შედეგებზე დაფუძნებულ წამახალისებელ სისტემას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: solocreditcv@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პრობლემური პორტფელის მართვის ხელმძღვანელი".
კომპანია არის ზრდის და განვითარების პროცესში, რისთვისაც ესაჭიროება მოწესრიგებული მიზანდასახული და მობილიზებული თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაცია:
- დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად;
კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს;
- დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე;
- დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!


