პრისელერი
- ქალაქი
- თბილისი
- მთავარი მოთხოვნა
- საკუთარი ავტომობილი
სრული აღწერა
შპს "მეგაკო თრეიდი" წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე 2012 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორებიცაა საქართველოში წარმოებული ჩაი გურიელი - Gurieli, ასევე საქართველოში წარმოებული ჰიგიენური ქაღალდის ბრენდი "კრიალა", უკრაინული წარმოების ბრენდები "Шедро", "Алан " და სხვ.
სადისტრიბუციო კომპანია "მეგაკო თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სარეალიზაციოდ შეკვეთის გაკეთება;
- სავაჭრო ადგილებში პროდუქციის ეფექტურ ადგილას განლაგება და მისი მუდმივი კონტროლი;
- ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის დამყარება სავაჭრო წერტილის წარმომადგენლებთან;
- სარეკლამო დანადგარების დამონტაჟება და სარეკლამო მასალების განთავსება მერჩენდაიზინგის სტანდარტებისა და სუპერვაიზერის მითითებების შესაბამისად;
- მუდმივად აკონტროლოს პროდუქციის შენახვის პირობები, ვადა და აწარმოოს როტაცია;
- გაყიდულ პროდუქციასა და მასზე ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილი;
სამუშაო პირობები:
- შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი საშუალოდ 2500 (გამომუშავებით) + ბონუსი;
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: r.nasaridze@megako.ge ან fmge117@gmail.com, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრისეილერი, სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება;
ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 591407006
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცახდებთ თანხმობას კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება)
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
