პრისეილერი / სავაჭრო აგენტი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- მთავარი მოთხოვნა
- მართვის მოწმობა (B კატეგორია)
- მისამართი
- გურჯაანი, ლაგოდეხი, ქ. თბილისი, სპ. კედიას ქ. #15სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე. დასვენება — შაბათი და კვირა
სრული აღწერა
იმპორტიორი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ტეტრაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერი / სავაჭრო აგენტის პოზიციაზე (კახეთის რეგიონში).
სასურველია გურჯაანის რაიონის, ლაგოდეხის რაიონის და წნორის მაცხოვრებელი (მიუთითეთ სივში ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი). (ავტომობილი ფირმის).
შპს "ტეტრაპროდუქტი" არის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში 2011 წლიდან. კომპანია ახორციელებს ათეულობით სახეობის პროდუქტის იმპორტს და მოიცავს როგორც თბილისს, ასევე რეგიონებს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კონკურენტულ სამუშაო გარემოსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. თუკი გსურთ იყოთ აქტიური და საინტერესო გუნდის ნაწილი, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სპ. კედიას ქ. #15სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე. დასვენება — შაბათი და კვირა.
მოთხოვნები:
- პრისეილერად მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 1 წელი (გამოცდილების არ არსებობის შემთხვევაში მინიმუმ სამი თვე სტაჟირება);
- აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
- გამართული მეტყველება;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- სისხარტე, ოპერატიულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
- ქართული და რუსული (სასურველია) ენების ცოდნა;
- შრომისმოყვარე, აქტიური, თავაზიანი.
მოვალეობები:
- პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
- სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
- დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
- ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
აუცილებელია მინიმუმ ერთი თვე, მაქსიმუმ სამი თვე მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე (თბილისიდან) მუშაობა გამოცდილების მისაღებად და ქსელის ასათვისებლად (ანაზღაურებადი).
პრისეილერის ანაზღაურება სრულად დამოკიდებულია გამომუშავებაზე: საბითუმოდ გაყიდული საქონლის 2%, საცალოდ გაყიდული საქონლის 3% (საშუალოდ 2000 ლ. და ზევით). ასევე მოქმედებს ბონუსის სისტემა: +1000 ლ. (გეგმის 100% შესრულებისას), +500 ლ. (გეგმის 80% შესრულებისას), რასაც ემატება პრისეილზე მუშაობის დაწყებიდან მესამე თვეს 100 ლ., მეოთხე თვეს 200 ლ. და ხუთი თვის შემდეგ ფიქსირებული 300 ლ.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი ფოტოსურათიანი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: r.janashiia@gmail.com.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული,რუსული
- ენები
- ქართული, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
