დამი
გაყიდვებიპრისეილერი
გამოქვეყნდა 30 სექბოლო ვადა: 30 ოქტ
- ანაზღაურება
- ≈ 1 500–4 000 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ
- მისამართი
- თბილისი, სოფელი დიდი ლილო, თამრო ვაშლოვნელის ქ
სრული აღწერა
სადისტრიბუციო კომპანია შპს "დამი", რომელიც საქმიანობს სამშენებლო-სარემონტო მასალების რეალიზაციის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
მდებარეობა: თბილისი, სოფელი დიდი ლილო, თამრო ვაშლოვნელის ქ.
ანაზღაურება: გამომუშავებით (საშუალოდ 1500-4000 ლარი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ქსელში არსებულ ობიექტებში ვიზიტი, შეკვეთების მიღება და მათი სისტემაში ასახვა;
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება როგორც რეალიზაციის ზრდის, ისე პროდუქციის პოზიციონირების გაუმჯობესების მიზნით;
- გადახდების კონტროლი, ობიექტებიდან თანხის დროული მობილიზება და დებიტორული დავალიანების მინიმუმამდე დაყვანა;
- ახალი კლიენტების მოძიება, ბაზარზე არსებული ასორტიმენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონკურენტების ფასების მონიტორინგი;
- სალარო აპარატთან მუშაობა, დღის ბოლოს ობიექტებიდან ინკასირებული თანხების ბანკში შეტანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1 წელი და მეტი);
- სამშენებლო-სარემონტო მასალების სპეციფიკის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
(შენიშვნა: კომპანიის თუ პირადი ავტომობილით მუშაობის საკითხი განიხილება ინდივიდუალურად, შეთანხმების საფუძველზე).
პიროვნული მახასიათებლები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კეთილსინდისიერება;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დროის მართვისა და მარშრუტის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- განვითარებული კომუნიკაციური უნარები და დეტალების მიმართ დაკვირვებულობა.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ltd.dami@gmail.com
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "პრისეილერი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
