პრეანალიტიკის სპეციალისტი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 საათი
სრული აღწერა
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას პრეანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· კლინიკის ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემის (LIS) და ჰოსპიტალური საინფორმაციო სისტემის (HIS) ინტეგრაციის ფარგლებში შეკვეთების შაბლონების ფორმირება, როგორც ადგილობრივ, ისე გარე (კონტრაქტორ) ლაბორატორიაში მასალის გაგზავნის შემთხვევაში.
· ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემა LIS – ში მიმდინარე ავტომატურ პროცესების ზედამხედველობა და მართვა;
· სინჯარებზე დასაკრავი შტრიხკოდის ფორმირება;
· საჭირო სინჯარების ტიპის და რაოდენობის ავტომატური განსაზღვრა;
· მანიპულაციის თარიღების და დროების დაფიქსირება;
· ბიომასალის ლაბორატორიაში მიღების თარიღის და დროის დაფიქსირება
· გამოკვლევის გაუქმების მიზეზების დაფიქსირება;
· ბიომასალის ავტომატური დახარისხება ლაბორატორიის მოდულების მიხედვით
· ბიომასალის დახარისხება გარე მომსახურე ლაბორატორიებში გასაგზავნად
· პროვაიდერ კლინიკებში გაგზავნილი მასალების რეესტრის წარმოება;(საჭიროა მეილების იდენტიფიკაციისათვის და გაგზავნილი/არ გაგზავნილის
· საჭიროებისამებრ პაციენტებისთვის კვლევის შედეგების გაგზავნა;
· პროვაიდერ კლინიკებთან უკუკავშირი გაგზავნილი მასალების პასუხების ვადებთან დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
· ** პრეანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
· შეგროვების ტექნიკის ცოდნა: სხვადასხვა ტიპის ნიმუშების, როგორიცაა- სისხლი, შარდი, ქსოვილი ან სხვა ბიოლოგიური მასალა.
ცოდნა, უნარები:
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- ლაბორატორიის პრეანალიტიკური პროცესების ცოდნა.
- გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
- დროის მენეჯმენტი;
- კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევი, #3;
ქ. თბილისი, არტურ ლაისტის #1;
ქ. თბილისი, გლდანი, მ. ნოზაძის #12
შერჩევის ეტაპები:
- მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: www.facebook.com — ბმულის გახსნა
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"რეიმანი" აცხადებს ვაკანსიას პრეანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

