PR სპეციალისტი
გამოქვეყნდა 2 ნოებოლო ვადა: 10 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში ვეძებთ PR სპეციალისტს და მისი ფუნქციები იქნება:
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა;
- PR კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
- საინფორმაციო სააგენტოებთან და მედიასთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
- პრესრელიზების მომზადება კომპანიის მიმდინარე პროექტების, სიახლეების, მიღწევებისა და ღონისძიებების შესახებ;
- პრესკონფერენციების, ინტერვიუებისა და პრესბრიფინგების ორგანიზებაში მონაწილეობა;
- მედიაში კომპანიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- კომპანიის რეპუტაციის მართვისა და კრიზისული კომუნიკაციების პროცესში ჩართულობა;
- ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებული უნარები;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

