Pos ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 100 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- სტანდარტული 40 საათიანი განაკვეთი, I-V, 12:00-21:00
- ბენეფიტები
- · პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას · · კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას · · საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას
სრული აღწერა
,,ბს/2 ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას POS ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტის პოზიციაზე.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki kontinentai"-ის, შვილობილ კომპანიას (bs2.lt — ბმულის გახსნა ), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
ლოკაცია: თბილისი, პ. ყურაშვილის ქ №6 (ტრანსპორტირებას მეტრო სადგური „დიდუბიდან“ უზრუნველყოფს კომპანია).
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1100 ლარი.
გრაფიკი: სტანდარტული 40 საათიანი განაკვეთი, I-V, 12:00-21:00.
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
· ტერმინალებში პროგრამის ჩაწერა, გამართვა, შემოწმება და დახარისხება;
· ახალი მერჩანტების შიდა სამუშაო პროგრამაში ასახვა, არსებული ბაზების პერიოდული განახლება;
· მერჩანტებთან კომუნიკაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
· ველზე მომუშავე ტექნიკოსებისთვის დისტანციური მხარდაჭერის გაწევა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
· უმაღლეს განათლება (სასურველია ტექნიკური ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით);
· საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
· უცხო ენები: ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
ჩვენ გთავაზობთ:
· პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას;
· კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
· საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
· Fitpass ბარათს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - Pos ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტი, ქალაქში - თბილისი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება




