POS საბანკო მოწყობილობების ჯგუფის კოორდინატორის ასისტენტი
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი (I-V; 09:00-18:00), 1 საათი შესვენება
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევას და Fit pass ბარათს · საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას · გისურვებთ წარმატებას!
სრული აღწერა
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას POS მოწყობილობების ჯგუფის კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki Kontinentai", ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ქმნის და ნერგავს ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს საბანკო, საფინანსო და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრით საქართველოში და თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან.
"ბს/2"-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე 30 წელზე მეტია ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში.
გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ - ოფისის ტური, გუნდური ღონისძიებები და მეტი - bs2.lt — ბმულის გახსნა
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, დიღომი 7, პ. ყურაშვილის ქ. N6 (ვუზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგური დიდუბიდან)
გრაფიკი: სრული განაკვეთი (I-V; 09:00-18:00), 1 საათი შესვენება
ანაზღაურება: 1200₾ (ხელზე ასაღები)
ამ პოზიციის ძირითადი მოვალეობებია:
- შიდა სამუშაო პროგრამაში შემოსული დავალებების დამუშავება და გადანაწილება ლოგისტიკურად. მარშრუტების დაგეგმვა ტექნიკოსებისთვის და დანიშნული დავალებების შესრულების მონიტორინგი;
- ტექნიკოსების შესაბამისი ინვენტარით უზუნველყოფა და მათი დისტანციური მხარდაჭერა;
- ტექნიკოსების ავტომობილების საწვავის ხარჯის მონიტორინგი და რეპორტინგი;
- საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვა რეპორტების მომზადება.
მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან IT მიმართულებით);
- საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენები: ინგლისური ან/და რუსული მინიმუმ B1 დონეზე;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას და Fit pass ბარათს;
- საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - POS საბანკო მოწყობილობების ჯგუფის კოორდინატორის ასისტენტი, ქალაქში - თბილისი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

