პოს ექვაირინგის ბიზნესის განვითარების მენეჯერი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სტანდარტული
- კატეგორია
- ბექ-ოფისი
სრული აღწერა
ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ბაზისბანკ ჯგუფი აერთიანებს - ბაზისბანკს, ლიბერთის, BB დაზღვევასა და BB ლიზინგს.
ლიბერთი - ბაზისბანკ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას პოს ექვაირინგის ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, გადახდების ბიზნესის განვითარების განყოფილება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი პროდუქტებისა და სერვისების შემუშავება და არსებულის განვითარება;
- IT დავალებების ანალიზი და ბიზნესმოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროდუქტებისა და სერვისების ფინანსური კალკულაციების მომზადებაში მონაწილეობა;
- ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა და ანგარიშგება;
- POS ბიზნესის განვითარების სტრატეგიისა და სატარიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
- POS ტერმინალების ფუნქციური განვითარება და ახალი მოწყობილობების შერჩევა-შესყიდვის პროცესის კოორდინაცია;
- POS მერჩანტების მომგებიანობის ანალიზი და არააქტიური მერჩანტების გაუქმების პროცესის მართვა;
- ვენდორებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება და შესრულების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
•
მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო პროდუქტების, ბიზნესის განვითარების ან შესაბამის სფეროში;
•
პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისა და ბიზნესპროცესების მართვის გამოცდილება;
•
ფინანსური მაჩვენებლების ანალიზისა და ბიუჯეტირების პროცესების ცოდნა;
•
MS Office-ის, Excel-ის ცოდნა;
•
POS ბიზნესისა და საგადახდო სისტემების სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი კომპეტენციები:
•
სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება — ბიზნესმაჩვენებლების ანალიზისა და პროდუქტების განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირების უნარი;
•
პროდუქტზე და მომხმარებელზე ორიენტირებულობა — მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება;
•
კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები — პარტნიორებთან, ვენდორებთან და შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
•
შედეგზე ორიენტირებულობა — ბიზნესის მომგებიანობის ზრდასა და დასახული მიზნების მიღწევაზე ფოკუსირება;
•
დაგეგმვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი — პროექტების, ბიუჯეტისა და სამუშაო პროცესების ეფექტიანი მართვა;
•
პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი — ბიზნესისა და ტექნიკური გამოწვევების ანალიზი და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება;
•
ადაპტირებადობა და ინოვაციური აზროვნება — ტექნოლოგიურ ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება და ახალი შესაძლებლობების დანერგვის ხელშეწყობა.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2026 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე bit.ly — ბმულის გახსნა განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

