პორტფელური რისკების ანალიტიკოსი
გამოქვეყნდა 20 ოქტბოლო ვადა: 3 ნოე
სრული აღწერა
„საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას პორტფელური რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე საცალო რისკების მიმართულებაში
ძირითადი ფუნქციები:
- საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი, ადრეული რისკის ინდიკატორების გამოვლენა- ანალიზი, რისკის პარამეტრების დაგეგმვა და სტრატეგიის განსაზღვრა;
- საცალო პორტფელის მოსალოდნელი ზარალის და უკუგების შეფასება და რისკიანობაზე დაფუძნებული ფასდადება;
- სასესხო პორტფელის სტრეს ტესტების და სცენარების ანალიზი;
- პორტფელში არსებული პროდუქტების რისკის ML მოდელების განვითარებაში მონაწილეობა და შემდგომი მონიტორინგი;
- რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისთვის.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, მათემატიკის, სტატისტიკის ან ფინანსების მიმართულებით;
სამუშაო გამოცდილება:
- საკრედიტო რისკების, ანალიტიკის ან რეპორტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- PL/SQL-თან და Power BI-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
- სტატისტიკური ანალიზის უნარი;
- რეპორტების/ პრეზენტაციების მომზადების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ, სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
- ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს„გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 3 ნოემბერი, 2026 წელი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პორტფელური რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ ბმულზე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
