Pop-Up სტენდის მენეჯერი
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- მისამართი
- თბილისი, "სითი მოლი"
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
ILARIA პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი, Pop-Up სტენდისთვის ეძებს მენეჯერს.
- ადგილმდებარეობა: თბილისი, "სითი მოლი";
- ამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე;
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- Pop-Up სტენდის ყოველდღიური ეფექტური და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- სტენდის პერსონალის/კონსულტანტების მუშაობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;
- მომხმარებლისათვის პრემიუმ სტანდარტის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა;
- პროდუქციის გაყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა და დასახული გეგმების შესრულება;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების, სალაროსა და ნაშთების ყოველდღიური კონტროლი/აღრიცხვა;
- სტენდზე სისუფთავის, წესრიგისა და ვიზუალური მხარის (მერჩენდაიზინგის) მუდმივი მეთვალყურეობა;
- ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციისა და მომსახურების სტანდარტების გაცნობა;
- ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა და შესაბამისი ანგარიშგება.
გამოცდილება, განათლება და უნარები
- საცალო გაყიდვების სფეროში (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარები) მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია უფროსი კონსულტანტის, ცვლის უფროსის ან მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე);
- ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მიმდინარე ტენდენციების ცოდნა და სტილის კარგი შეგრძნება;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და გაყიდვების ძლიერი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდის მართვის/მოტივირების უნარი;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სალაპარაკო დონეზე);
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) და სალარო/სავაჭრო პროგრამებთან მუშაობის საბაზისო უნარები;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ილარია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - Pop-Up სტენდის მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

