ტოიოტა ცენტრი თეგეტაპოლირების სპეციალისტი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილ კომპანიაში, "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" - ში პოლირების სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- ავტომობილის საგულდაგულოდ დათვალიერება, ვიზუალური დეფექტების იდენტიფიცირება და შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ხარისხიანად შესრულება;
- ავტომობილის პირველადი მდგომარეობის შენარჩუნებაზე ზრუნვა, დამცავი საშუალებების გამოყენება და მომხმარებლის საკუთრების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა;
- სამუშაოების დადგენილი ხარისხის სტანდარტებისა და ვადების დაცვით შესრულება, დამატებითი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ხელმძღვანელის ინფორმირება;
- უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია, მიმდინარე სამუშაოების სტატუსის გაზიარება და პროცესების ეფექტიანი მართვა;
- 6S სტანდარტების, კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
- პროფესიული ცოდნის მუდმივი განვითარება, ტექნიკური სიახლეების შესწავლა და სასერტიფიკატო კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობა.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ხარისხის სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- პროფესიული განვითარების სურვილი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის მზაობა.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
ტოიოტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პოლირების სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
