პოკერ კლუბის მოლარე
გამოქვეყნდა 5 ნოებოლო ვადა: 4 დეკ
- ანაზღაურება
- 1 400+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 1/2 (ერთი სამუშაო დღე, ორი დასვენების დღე)
სრული აღწერა
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მომხმარებლებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნასა და მრავალფეროვანი გასართობი სივრცის განვითარებაზე.
BET25 აცხადებს ვაკანსიას პოკერ კლუბის მოლარეს პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა თბილისი, საბურთალო, პეკინის გამზირი №41
სამუშაო გრაფიკი 1/2 (ერთი სამუშაო დღე, ორი დასვენების დღე)
ანაზღაურება 1400 ლარი + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სალაროში ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების წარმოება;
- თანხის მიღება, გაცემა და სალარო ოპერაციების სწორად აღრიცხვა;
- სალაროში არსებული თანხის კონტროლი და სიზუსტის უზრუნველყოფა;
- სალარო აპარატთან და შესაბამის პროგრამებთან მუშაობა;
- ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
- სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / უნარები:
- სასურველია მოლარედ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანობა და სიზუსტე;
- ფულთან მუშაობის უნარი;
- მათემატიკური გამოთვლების სწრაფად და სწორად შესრულების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
BET25 გთავაზობთ:
- დრესკოდის უზრუნველყოფას;
- კვებას;
- პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:career@bet25.ge
ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — „პოკერ კლუბის მოლარე“.
რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1400 (+ ბონუსი)
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

