პლასტიკური ბარათების პროდუქტის მფლობელი
გამოქვეყნდა 14 სექბოლო ვადა: 14 ოქტ · იწურება
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- მისამართი
- თბილისი https://maps.app.goo.gl/GUr7Ye4nADdByvqJ8
- ბენეფიტები
- · პიროვნულ და პროფესიულ ზრდას · · მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პლასტიკური ბარათების პროდუქტის მფლობელის პოზიციაზე
- სამუშაო ადგილი: თბილისი maps.app.goo.gl — ბმულის გახსნა
- განაკვეთი: სრული
ჩვენ გთავაზობთ:
· პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
· მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- საბარათე პროდუქტების სტრატეგიისა და განვითარების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
- პლასტიკური ბარათების პროდუქტების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვა;
- ახალი საბარათე პროდუქტებისა და ფუნქციონალების ინიცირება, განვითარება და დანერგვა;
- მომხმარებლის საჭიროებების, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
- პროდუქტის განვითარების მოთხოვნების შეგროვება, ფორმალიზება და პრიორიტეტიზაცია;
- IT, ოპერაციებთან, რისკების მართვის, შესაბამისობის, იურიდიულ და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინირებული მუშაობა;
- საჭიროების შემთხვევაში პროცესინგ პარტნიორებთან, საგადახდო სისტემებთან და სხვა მესამე მხარის მომწოდებლებთან ურთიერთობა;
- საბარათე პროდუქტების ეფექტიანობის მონიტორინგი, ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი და გაუმჯობესების ინიცირება;
- საბარათე პროდუქტებთან დაკავშირებული მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მუშაობა;
- პროდუქტის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტებისა და ინიციატივების კოორდინაცია;
- საბარათე პროდუქტებთან დაკავშირებული რისკებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების გათვალისწინება (მათ შორის მასტერქარდის მოთხოვნების შესაბამისობასთან უზრუნველყოფა)
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მონათესავე მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საბარათე ტრანზაქციების, ავტორიზაციის, კლირინგისა და ანგარიშწორების პროცესების ცოდნა;
- Visa და/ან Mastercard-ის საბარათე ეკოსისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
- ციფრული საფულეების, tokenization-ის, 3D Secure-ის ან სხვა თანამედროვე საგადახდო ტექნოლოგიების ცოდნა;
- საბარათე პროცესინგ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ძლიერი ანალიტიკური უნარები;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენა (მინ.B2);
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
მიკრობანკი კრისტალი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პლასტიკური ბარათების პროდუქტის მფლობელი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- დაზღვევა, ბანკები
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

