პიცაიოლო
- მისამართი
- თბილისი, ყაზბეგის ქ. 7
- სამუშაო გრაფიკი
- 15:30-23:30, კვირაში 5 დღე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით · კვებას · ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისას
სრული აღწერა
24-11-2026 - 24-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
იტალიურ კაფე-რესტორან “Bar Centrale”-ში ვეძებთ პიცაიოლოს.
თუ გიყვარს, იტალიური სამზარეულო და კულტურა, განსაკუთრებით პიცა, აფასებ ხარისხს და გინდა, გახდე მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრი, გელოდებით Bar Centrale-ში!
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით
- კვებას
- ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისას
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს
სამუშაო პირობები
გრაფიკი: 15:30-23:30, კვირაში 5 დღე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 7
ძირითადი მოვალეობები
- საღამოს სერვისის დროს პიცის სექციის მომზადება და მართვა;
- პიცის მომზადება და გამოცხობა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- პიცის სექციასთან ერთად ანტიპასტისა და ცივი სექციის მართვა და საჭირო პროდუქციის წინასწარი მომზადება (Mise en place);
- ცომის წინასწარი მომზადება ფერმენტაციის, აფუებისა და ხარისხის კონტროლის შესაბამისად;
- პიცის, ყველის, ტოპინგებისა და ცივი სექციის პროდუქციის მარაგების კონტროლი;
- შეკვეთების მომზადების დროის შესაბამისი კოორდინაცია ცხელი სამზარეულოს სექციასთან;
- მცხობელის დასვენების დღეებში მისი ძირითადი ფუნქციების სრულად შესრულება;
- პიცისა და ცივი სამზარეულოს სექციის სისუფთავისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია
- პიცაიოლოდ მუშაობის გამოცდილება;
- პიცის ცომის მომზადების, ფერმენტაციისა და აფუების პროცესების ცოდნა;
- სისუფთავისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;
- სწრაფ და დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
თუ ფიქრობ, რომ Bar Centrale-ს გუნდის წევრობა შენთვის საინტერესოა, შეავსე აპლიკაციის ფორმა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
იტალიური კაფე-რესტორანი "Bar Centrale" აცხადებს ვაკანსიას პიცაიოლოს პოზიციაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება.

