პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- დუშეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ჯანდაცვა/სოციალური საკითხები
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
დუშეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
მონაწილეობს მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;
ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებაში;
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში;
ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვის გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვების მომზადებას;
საჭიროების შემთხვევაში, ცვლის სტრუქტურული ერთეულის უფროსს ან/და ხელს უწყობს საქმიანობაში ორგანიზებასა და მართვაში;
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მოქმედი კანონმდებლობის და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერის, მერის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი -„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება (დადგენილება №11, 31.07.2026წ).
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.დუშეთი, რუსთაველის 27
საკონტაქტო ტელეფონები:
557974791
საკონტაქტო პირი:
მარიამ ველთაური
დამატებითი მოთხოვნები:
2 (ორწლიანი) სამუშაო გამოცდილება - ჯანდაცვის საკითხებზე.
კომპლექსური აზროვნება;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ურთიერთთანამშრომლობის და გუნდური მუშაობის უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
ინფორმაციების შეგროვების და ანალიზის უნარი;
საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა აპლიკაციის შევსების დროს "ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილება დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობისათვის დადგენილ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს;
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა
რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება
აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან
რეზერვში ჩარიცხული პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
