პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- ჩხოროწყუ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ზედამხედველობა
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ჩხოროწყუ
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
1.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის უზრუნველოფა;
2.არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება;
3.მუნიციპალიტეტის გარე იერსახეზე ზრუნვა, დანგრეული, დაუმთავრებელი საამშენებლო ობიექტის ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვების, ტერიტორიის დაზიანების, საამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის, გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების ფაქტების გამოვლენისა და ადმინისტრირების ღონისძიების გატარება;
4.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების წესების დამრღვევთა გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, მათზე რეაგირება,
5.გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
6.ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი;
7.ზედამხედველობა ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, საქალაქო სამსახურების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვებაზე, სამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე; ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურად გაჩეხვაზე, კეთილმოწყობის წესების დაცვაზე, შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, სარეკლამო მეურნეობის, ვიტრინების, მარკიზების, ღობეების, ალაყაფებისა და სადარბაზოს კარების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;
- უკანონო, უსახური, ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების „სტელაჟების“, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
- კომპეტენციის ფარგლებში მეთოდოლოგიური დოკუმენტების მომზადება, რომლებიც არეგულირებენ ქ. ჩხოროწყუს ტერიტორიის ფარგლებში ნებართვის გაცემას;
- მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
5.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის #42 დადგენილება;
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ს შესახებ ჩხოროწყუს საკრებულოს 2026 წლის 24 ივნისის # 18 დადგენილება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. 1
საკონტაქტო ტელეფონები:
599850306
საკონტაქტო პირი:
ინგა შამათავა
დამატებითი მოთხოვნები:
5 წლიანი გამოცდილება,ინფრასტრუქტურის ან/და არქიტექტურის ან/ და ზედამხედველობის მიმართულებით, მათ შორის ხელმძღვანელობის 2 წელი;
უნარ- ჩვევები:
ა) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
ბ) საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
გ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
დ) სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
ე) ცვლილებების/ სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი;
ვ) პროექტების მართვის უნარი;
ზ) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
თ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
ი) გუნდის განვითარების უნარი;
კ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი (აპლიკაცია) უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.
- მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.vacancy.hr.gov.ge) კანდიდატმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი - შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სათანადო ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
5.კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება განაცხადის წარდგენისთვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
6.კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი-განაცხადების (აპლიკაციების) გადარჩევა, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) მე-2 ეტაპი-გასაუბრება, რაც გულისხმობს სამართლებრივი აქტების ცოდნისა და კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის და პიროვნული თვისებების
ვაკანტური თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.
7.კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე-გასაუბრებაზე, თუ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
- კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
9.კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები და გასაუბრების ჩატარების თარიღი და ადგილი კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში (აპლიკაციაში) მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
