პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- ჩხოროწყუ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
საფინანსო/საბიუჯეტო
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ჩხოროწყუ
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- სტრუქტურულ ერთეულის გრძელვადიან და მოკლევადიან ამოცანების წარმართვა და სამუშაო გეგმების კონტროლი; პასუხისმგებლობა დასახული ამოცანების მიღწევებზე და მათ შესრულებაზე;
2.მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვა, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯვის გაწევა, საფინანსო ოპერაციების წარმოება;
3.კომუნიკაციის წარმართვა მაღალი დონის სამთავრობო ან/და სხვა ორგანიზაციებთან საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის დავალებით / მითითებით;
4.სტრუქტურული ერთეულის პოზიციის დაფიქსირება იმ საკითხებზე, რომელთა შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობა;
- პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, განვითარებაზე, მოტივაციაზე;
6.პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ პროექტებზე, შედეგებზე, პროცედურებზე, დასკვნებზე, ანგარიშებზე, სხვადასხვა სახის აქტებზე და წარმოების მასალებზე;
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
5.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის #42 დადგენილება;
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესახებ ჩხოროწყუს საკრებულოს 2026 წლის 24 ივნისის #21 დადგენილება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. 1
საკონტაქტო ტელეფონები:
599850306
საკონტაქტო პირი:
ინგა შამათავა
დამატებითი მოთხოვნები:
ეკონომიკის, საფინანსო ან/და საბუღალტრო აღრიცხვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; მათ შორის ხელმძღვანელობის 2 წლიანი გამოცდილება;
უნარ- ჩვევები:
ა) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
ბ) საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
გ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
დ) სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
ე) ცვლილებების/ სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი;
ვ) პროექტების მართვის უნარი;
ზ) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
თ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
ი) გუნდის განვითარების უნარი;
კ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს;
- „დამატებითი დოკუმენტაცია“ ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან რეზევრში ჩარიცხული პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასურებელი დიპლომის ასლი;
ბ) შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით).
კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
