ელენე
სამედიცინოპირადი ასისტენტი აუტისტური სპექტრის ბიჭთან
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 14 ნოე
- ანაზღაურება
- 1 200 ₾ / თვე
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე
- გამოცდილება
- 1 წლამდე
- მისამართი
- თბილისი, რუსთაველის გამზირი, პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია
სრული აღწერა
ვეძებთ პასუხისმგებლიან, თბილ, მომთმენ და ენერგიულ ასისტენტს 21 წლის ბიჭისთვის, რომელსაც აქვს აუტისტური სპექტრი. სამუშაოს მთავარი მიზანია მასთან დროის გატარება, სეირნობა და სხვადასხვა ყოველდღიურ აქტივობაში ჩართვა. ბიჭი არის საკმაოდ ენერგიული. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატს შეეძლოს მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნა.
მოვალეობები:
- ბიჭთან დროის გატარება და მისი ყოველდღიური აქტივობების დაგეგმვა;
- სეირნობა და გარე აქტივობებში ჩართვა;
- სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობის შეთავაზება;
- უსაფრთხო და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა;
- ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და დღის განმავლობაში აქტივობების შეთანხმება.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და სანდოობა;
- ბავშვებთან ან აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი არ არის;
- სტუდენტებსაც შეუძლიათ განაცხადის გაკეთება;
- მზადყოფნა აქტიური დროის გასატარებლად და სეირნობისთვის.
პირობები:
- ანაზღაურება: 1200 ლარი თვეში;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
- სამუშაო დრო: დღეში 6 საათი;
- ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთაველის გამზირი, პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია;
- სტუდენტებისთვის შესაძლებელია მოქნილი გრაფიკის შეთანხმება. ლექციებისა და სხვა გეგმების შესახებ საჭიროა წინასწარ შეტყობინება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- მედიცინა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
