პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- დუშეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
დუშეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- წარმართავს ადმინისტრაციული სამსახურის პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილებისათვის საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურის დებულებით დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
- მათ შორის ხელმძღვანელობს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
- საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
- მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას;
- მერიის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას;
- მერიის პრესკონფერენციების ჩატარებას, მერიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას;
- მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
- სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
- მერიის სხვა სამსახურებთან ერთად ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას და სხვა.
- განყოფილების უფროსი უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და საკრებულოს მიერ მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით უშუალოდ მის და მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოხელეთა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროულ და ეფექტურ გადაწყვეტას. თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერის, მერის მოადგილეებისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი -„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება (დადგენილება №11, 31.07.2026წ)
- დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისადმინისტრაციული სამსახურისდებულება (დადგენილება №12, 31.07.2026წ).
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. დუშეთი, რუსთაველის 27
საკონტაქტო ტელეფონები:
557974791
საკონტაქტო პირი:
მარიამ ველთაური
დამატებითი მოთხოვნები:
2 (ორწლიანი) სამუშაო გამოცდილება - პიარის ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი,
კომპლექსური აზროვნების უნარი,
სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი,
ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი;
თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა აპლიკაციის შევსების დროს "ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილება დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობისათვის დადგენილ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს;
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა
რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება
აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან
რეზერვში ჩარიცხული პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
