პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტის კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი იურისტი
- ანაზღაურება
- 4 160 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტის კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი იურისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
კატეგორია:
პერსონალური მონაცემი
განცხადების ბოლო ვადა:
21.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4160 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ბათუმი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
ა) მონაცემთა სუბიექტების განცხადებების განხილვა და განცხადების განხილვისთვის საჭირო სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
ბ) მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად, სამართალდარღვევის ფაქტის გამოსავლენად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება;
გ) განცხადების განხილვის ფარგლებში ზეპირი განხილვის ორგანიზება და ჩატარება (სხდომის თავმჯდომარის ფუნქციის შესრულება) დადგენილი წესით;
დ) მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის პროცესში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა;
ვ) გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებების იძულებით აღსასრულებლად გადასაცემი შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
თ) მიმდინარე/დასრულებული საქმეების შესახებ, მათ შორის, გაწეული კონსულტაციების, გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის შესაბამის პორტალზე ყოველკვირეული აღრიცხვა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარება;
კ) შემოწმების (ინსპექტირების) განსახორციელებლად, სამართალდარღვევის ფაქტის გამოსავლენად, ასევე შემოწმების (ინსპექტირების) დასრულების თაობაზე;
ლ) სამართალდარღვევის ფაქტის გამოსავლენად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და სხვა სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
მ) შემოწმების (ინსპექტირების) პროცესში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
ნ) საჭიროების შემთხვევაში, შემოწმების დაგეგმვის მიზნით მონაცემთა დამმუშავებელთან/უფლებამოსილ პირთან წინასწარი შეხვედრის გამართვა;
ო) შემოწმებასთან (ინსპექტირებასთან) დაკავშირებული მოხსენებითი ბარათების პროექტების მომზადება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ხარვეზების გამოვლენასა და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა;
ჟ) ხელმძღვანელის მითითებებისა და დავალებების შესრულება, რომელიც საჭიროა სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
ზ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
თ) პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ კონვენცია;
ი) საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
კ) გენერალური აუდიტორის 2019 წლის 26 ნოემბრის №009746/21 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი“;
ლ) გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“;
მ) „პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის წესისა და პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2026 წლის 18 მაისის ბრძანება №012;
ნ) „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2026 წლის 17 აპრილის ბრძანება №008;
ო) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ გენერალური აუდიტორის 2026 წლის 14 აპრილის ბრძანება №007;
პ) „მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმებისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2026 წლის 30 მარტის ბრძანება №006;
ჟ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2026 წლის 30 მარტის ბრძანება №004;
რ) „დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთა წრის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი“ გენერალური აუდიტორის 2026 წლის 30 მარტის ბრძანება №005;
ს) „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 1 მარტის ბრძანება №34;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96
საკონტაქტო ტელეფონები:
2438144
დამატებითი მოთხოვნები:
ა) იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართის უნარი;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.vacancy.hr.gov.ge;
- კანდიდატების შეფასება მოხდება თანამდებობისთვის შესაბამისი როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული უნარების მიხედვით;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი.
- სამოტივაციო წერილი უნდა ოყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე (რომელშიც მითითებული უნდა იყოს როგორც ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე, ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან).
არასრულად წარმოდგენილი მონაცემების (დოკუმენტების) შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე.
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, კანდიდატი ინფორმირებულია, რომ მის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და სავალდებულო დოკუმენტაციაში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ორგანიზაციის მიერ დამუშავდება საკონკურსო მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. მისთვის ასევე ცნობილია, რომ კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნაც, კანდიდატის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნებისთვის.
ასევე, კანდიდატი თანხმობას გამოთქვამს, კონკურსის მიზნებისთვის, ორგანიზაციის მიერ მის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიება/გადამოწმებაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება კონკურსის შედეგების შესახებ მიიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
