პედაგოგი/თეატრალური ჯგუფის ხელმძღვანელი
- მისამართი
- თ. ერისთავის ქ #23, თბილისი, საქართველო
- სამუშაო გრაფიკი
- 4 საათი (14:00-18:00 კვირაში სამი დღე)
სრული აღწერა
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას პედაგოგის (თეატრალური ჯგუფის ხელმძღვანელი) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- მომსახურება/პროექტი: ბავშვთა დღის ცენტრი "მზესუმზირები";
- სამუშაო გრაფიკი: 4 საათი (14:00-18:00 კვირაში სამი დღე);
- დაწყების თარიღი: 01.11.2026;
- ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის;
- ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
- ადგილმდებარეობა: თ. ერისთავის ქ #23, თბილისი, საქართველო.
სამუშაო მიზანი:
სოციალურად დაუცველი ბავშვების რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.
ძირითადი მოვალეობები:
- შეარჩიოს სცენარი ბავშვების ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად;
- წარმოდგენები უზრუნველყოს შესაბამისი დეკორაციებით, რეკვიზიტებითა და კოსტიუმებით;
- იზრუნოს ბენეფიციართა მეტყველების, სცენური მოძრაობისა და ოსტატობის სწავლებაზე;
- სამუშაო განრიგის მიხედვით გათვალისწინებულ საათებში ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარების მონაწილეობით დადგას თეატრალური წარმოდგენები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება (მსახიობი, რეჟისორი);
- სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
- კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
- წერითი და ანალიტიკური უნარები.
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელმისამართზე: tamar.chaduneli@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28.10.2026
ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge www.caritas.ge — ბმულის გახსნა; დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
