პაციენტთა სერვისების კოორდინატორი
- ანაზღაურება
- 1 125.00 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 8 სთ-კვირაში 5 სამ. დღე
სრული აღწერა
პაციენტთა სერვისების კოორდინატორი
კავკასიის მედიცინის ცენტრი წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: პაციენტთა სერვისების კოორდინატორის პოზიციაზე.
გრაფიკი: 8 სთ-კვირაში 5 სამ. დღე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან დამაავრებელი კურსის სტუდენტი
სამუშაო გამოცდილება:
სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
ანაზღაურება: (ფიქსირებული), 1125.00 ლარი (დარიცხული);
ფუნქცია-მოვალეობები:
- პორტალში პაციენტის მონაცემების ზუსტად და სრულყოფილად შეყვანა, შესაბამისი ინფორმაციის დადგენილი წესების შესაბამისად შევსება და განახლება.
- დაფინანსების პროცესისთვის საჭირო ფორმებისა და დოკუმენტაციის მომზადება, სისწორის შემოწმება და დადგენილ ვადებში წარდგენა.
- პაციენტების ონკოლოგიურ რეესტრში დროული რეგისტრაციის უზრუნველყოფა.
- ონკოლოგიურ რეესტრში პაციენტის შესახებ მონაცემების სიზუსტისა და სისრულის უზრუნველყოფა, პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის პროცესში მომხდარი ცვლილებების პერიოდული განახლება და დინამიკაში ასახვა.
- დაკისრებული ფუნქციების შესრულება მოქმედი რეგულაციების, შიდა პროცედურებისა და დადგენილი ვადების დაცვით.
- დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისგან.
- სამუშაო პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება და მათი გამოსწორების მოთხოვნა.
- უფლებამოსილების ფარგლებში სამუშაოს ეფექტიანად შესრულებისთვის საჭირო ინფორმაციისა და რესურსების მიღება.
ვეძებთ ადამიანს :
✨აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
✅აქვს შედეგზე ორიენტირი.
ჩვენი მხრიდან გპირდებით:
✔ზრდის დიდ პოტენციალს, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პაციენტთა სერვისების კოორდინატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

