პაციენტთა მომსახურებისა და კომუნიკაციის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 100 ₾ / თვე
- მისამართი
- ქ. თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. No3 (300 არაგველების მეტროს მიმდებარედ)
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე, 1-საათიანი შესვენებით
- ბენეფიტები
- ყოველთვიურ ანაზღაურებას — 1 100 ლარს ხელზე ასაღები · ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო გრაფიკს · 1-საათიან შესვენებას
სრული აღწერა
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას პაციენტთა მომსახურებისა და კომუნიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და აქტიურ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება კლინიკის პაციენტთა მომსახურებისა და ადმინისტრაციული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაში.
პოზიციის ძირითადი სამუშაო მიმართულებაა ქოლ-ცენტრი, თუმცა სამუშაო სპეციფიკა ასევე ითვალისწინებს კლინიკის ადმინისტრაციული გუნდის წევრების ურთიერთჩანაცვლებასა და სხვადასხვა ადმინისტრაციული მიმართულების მხარდაჭერას.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. №3 (300 არაგველების მეტროს მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე, 1-საათიანი შესვენებით.
ძირითადი მოვალეობები
ქოლ-ცენტრის მიმართულებით:
- შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- პაციენტებისთვის კლინიკის მომსახურებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პაციენტების ვიზიტებზე ჩაწერა და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმება;
- კლინიკის ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული წერილების დამუშავება და პასუხების მომზადება;
- კლინიკის სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე პასუხი.
ადმინისტრაციული მიმართულებით:
- რეგისტრატურაში პაციენტების მიღება და რეგისტრაცია;
- საჭიროების შემთხვევაში მოლარე-რეგისტრატორის ფუნქციების შესრულება;
- პაციენტების ინფორმირება და შესაბამის განყოფილებებში გადამისამართება;
- საინფორმაციო სამსახურის საქმიანობის მხარდაჭერა;
- კლინიკის სხვა ადმინისტრაციულ პროცესებში მონაწილეობა.
სამუშაოს ორგანიზებისა და ურთიერთჩანაცვლების პრინციპი
- თანამშრომლის ძირითადი სამუშაო მიმართულება იქნება ქოლ-ცენტრი, სადაც ყოველდღიურად უზრუნველყოფს სატელეფონო, ელექტრონულ და სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ კომუნიკაციას.
ამასთანავე, პოზიცია ითვალისწინებს კლინიკის ადმინისტრაციული გუნდის წევრების ურთიერთჩანაცვლებას. თანამშრომელი კლინიკის საჭიროებიდან გამომდინარე, როტაციული პრინციპით გადანაწილდება ქოლ-ცენტრს, რეგისტრატურას, მოლარე-რეგისტრატურასა და საინფორმაციო სამსახურს შორის.
- განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული თანამშრომლების შვებულების ან დროებითი არყოფნის პერიოდში მათი ჩანაცვლება, რათა კლინიკის ყველა შესაბამის მიმართულებაში სამუშაო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს.
- აღნიშნული პოზიცია არ გულისხმობს ყველა ფუნქციის ერთდროულად შესრულებას. თანამშრომელი კონკრეტულ პერიოდში შეასრულებს იმ ადმინისტრაციულ ფუნქციას, რომლის საჭიროებაც კლინიკაში იქნება. სამუშაო მიმართულება განისაზღვრება მიმდინარე საჭიროებების, თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკისა და ურთიერთჩანაცვლების აუცილებლობის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;
- სოციალური ქსელებისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სწრაფად სწავლისა და ახალ გარემოსთან ადაპტირების უნარი;
- სხვადასხვა ადმინისტრაციული ფუნქციის შესრულების მზაობა.
- ადმინისტრაციულ, მომსახურების ან სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ
- ყოველთვიურ ანაზღაურებას — 1 100 ლარს ხელზე ასაღები;
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო გრაფიკს;
- 1-საათიან შესვენებას;
- მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- მრავალფეროვან სამუშაო გამოცდილებასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@enmedic.com. ელფოსტის სათაური: პაციენტთა მომსახურებისა და კომუნიკაციის სპეციალისტი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
