პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი
- გამოცდილება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
სრული აღწერა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· პაციენტებთან გულთბილი შეხვედრა, მათთან პროფესიულ, გასაგებ ენაზე საუბარი;
· პაციენტის მიღება, პროგრამაში რეგისტრაცია და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
· აქტიური მოსმენა და ეფექტური რეაგირება;
· პაციენტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ;
· სალაროს ოპერაციების განხორციელება: თანხის მიღება და გაცემა, შესაბამისი დოკუმრენტაციის წარმოება, სალაროს ჩაბარება და გადაბარება;
· დღის ბოლოს სალაროს დახურვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
· ტექნიკური საკითხების მონიტორინგი და რეაგირება საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესად);
სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
ცოდნა, უნარები:
· ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
· საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
· გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
· დროის მენეჯმენტი;
· კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
· ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ქ. თბილისი, ზ.ანჯაფარიძის 1 შეს. N3. (საბურთალო)
ისანი, არტურ ლაისტის #1
გლდანი, მ. ნოზაძის #12
შერჩევის ეტაპები:
· მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
· ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
· პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
· პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
· ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: www.facebook.com — ბმულის გახსნა
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"რეიმანი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე — პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი თბილისში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

