ოსტატი უნირსალი
- ანაზღაურება
- 1 600 ₾ / თვე
- მისამართი
- ბათუმი, ანგისას 85
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- სამუშაო გრაფიკი
- სამუშაო დღეები · სრული · გრაფიკი შეთანხმებით
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაო გარემოს · პროფესიული განვითარების შესაძლებლობას · მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
სრული აღწერა
დამსაქმებელი — შპს „აია ბილდინგს“
ვაკანსიის დასახელება — ოსტატი უნივერსალი
პოზიცია — მშენებელი (მრავალპროფილური), კოდი 71110
ადგილების რაოდენობა — 1
Worknet-ის მონიშვნა — ვაკანსია გათვლილია პოტენციურ შრომით მიგრანტზე
ვაკანსიის აღწერა
კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან მრავალპროფილურ მშენებელს (ოსტატ უნივერსალს). სპეციალისტი შეასრულებს სხვადასხვა სირთულის სარემონტო, სამონტაჟო და მოპირკეთების სამუშაოებს და იზრუნებს შენობების, აღჭურვილობისა და საინჟინრო სისტემების გამართულ მდგომარეობაზე.
ძირითადი მოვალეობები
მოპირკეთების სამუშაოები — ზედაპირების დაშპაკვლა, ლესვა, შეღებვა და შპალერის გაკვრა
ფილების დაგება, შეკეთება და ნაკერების დამუშავება
იატაკის საფარის მონტაჟი — ლამინატი, პარკეტი და ლინოლეუმი
ავეჯის, კარების, პლინტუსებისა და სხვა ელემენტების აწყობა და მონტაჟი
მცირე სანტექნიკური სამუშაოები — შემრევების შეცვლა და გაჟონვის აღმოფხვრა
როზეტების, ჩამრთველებისა და სანათების მონტაჟისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ელექტრიკოსის სამუშაოების დაწყებამდე
სადემონტაჟო და აღდგენითი სამუშაოები
შენობების მოვლა და გაუმართაობების აღმოფხვრა
შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა და სამუშაო ადგილზე წესრიგის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საშუალო, ტექნიკური ან პროფესიული განათლება
სამშენებლო ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი
პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება
შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა
გუნდში მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
მსგავს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე პრაქტიკული გამოცდილება სასურველია
სამუშაო პირობები
სამუშაო გრაფიკი — სრული
დასაქმების ფორმა — ადგილზე
სამუშაო დღეები — გრაფიკი შეთანხმებით
კომპიუტერული უნარები — არ არის მოთხოვნილი
რუსული ენა — წერა საშუალო დონეზე, კითხვა და საუბარი კარგ დონეზე
ხელფასის ზუსტი ოდენობა — 1 600 ლარი თვეში, ხელზე (ნეტო)
ანაზღაურების დიაპაზონი — 1 501–2 000 ლარი
ჩვენ გთავაზობთ
სტაბილურ სამუშაო გარემოს
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
პროფესია: მშენებელი (მარავალპროფილური)
სამუშაო ადგილი: ანგისას 85
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 1600 ₾ / თვე
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: გამოცდილების გარეშე
ენები: რუსული (კარგად)


