ოპერაციებისა და გაყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 2 000 ₾ / თვე
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
- სამუშაო გრაფიკი
- 17:00-03:00 (საქართველოს დროით)
სრული აღწერა
ამერიკული კომპანია "Dream Cleaning NYC" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: Operations & Sales Manager (დისტანციური პოზიცია).
"Dream Cleaning NYC" — ნიუ-იორკში მოქმედი, მზარდი დასუფთავების კომპანია — ეძებს გამოცდილ, ამბიციურ და ძლიერი ლიდერული თვისებების მქონე მენეჯერს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ არსებული პროცესების მართვა, არამედ მათი განვითარება, გუნდის გაძლიერება და კომპანიის ზრდაზე რეალური გავლენის მოხდენა.
ჩვენ ვეძებთ დამოუკიდებლად მოაზროვნე, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას კომპანიის ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობაზე, ადმინისტრაციული გუნდის ხელმძღვანელობასა და გაყიდვების განვითარებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
გუნდის ხელმძღვანელობა და განვითარება
- ადმინისტრატორების გუნდის მართვა, დავალებებისა და პასუხისმგებლობების განაწილება, შესრულების კონტროლი;
- ადმინისტრატორების საქმიანობის ორგანიზება დასახული მიზნების ეფექტურად მისაღწევად;
- დასუფთავების პერსონალის კოორდინაცია, მობილიზება და თანამშრომლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- გუნდის პროდუქტიულობის შეფასება, პრობლემების გამოვლენა და მუშაობის გაუმჯობესება;
- თანამშრომლების მოტივირება და ეფექტური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება.
გაყიდვების მართვა და განვითარება
- საცალო და კორპორატიული გაყიდვების მართვა და ზრდა;
- გაყიდვების ზრდის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დახურვა;
- ადმინისტრატორების გაყიდვების შედეგების ანალიზი და გაუმჯობესება;
- ახალი კლიენტების, კორპორატიული პარტნიორებისა და ბიზნესშესაძლებლობების მოძიება;
- არსებული მომხმარებლების შენარჩუნება და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება.
ოპერაციული პროცესების მართვა
- კომპანიის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
- რთული და გაუთვალისწინებელი სიტუაციების დამოუკიდებლად მართვა;
- სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება;
- არსებული სამუშაო სისტემების გაუმჯობესება და პროცესების ოპტიმიზაცია;
- კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა;
- გუნდისა და გაყიდვების ძირითადი შედეგების კონტროლი და რეგულარული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების მიმართულებით ძლიერი, პრაქტიკული და დადასტურებული გამოცდილება — აუცილებელია;
- გუნდის მართვისა და ხელმძღვანელობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (განსაკუთრებით სასაუბრო დონეზე);
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- სტრატეგიული აზროვნება და ბიზნესპროცესების გაუმჯობესების უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- ორგანიზებულობა, ინიციატივიანობა და ლიდერული თვისებები;
- დინამიკურ და სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა;
- მაღალი ამბიცია და როგორც საკუთარი, ისე კომპანიის განვითარებისკენ სწრაფვა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური;
- სამუშაო საათები: 17:00-03:00 (საქართველოს დროით);
- ფიქსირებული ანაზღაურება: 2, 000 ლარი თვეში;
- დამატებითი ანაზღაურება: შედეგებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა, როგორც საცალო, ისე კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
- კარიერული განვითარება: კომპანიის ზრდასთან ერთად პასუხისმგებლობის, პროფესიული შესაძლებლობებისა და შემოსავლის გაზრდის პერსპექტივა.
ვის ვეძებთ?
- ვეძებთ პროფესიულად ჩამოყალიბებულ, ამბიციურ და ძლიერი ლიდერული თვისებების მქონე პიროვნებას, რომელსაც აქვს ადამიანების მართვისა და გაყიდვების მიმართულებით წარმატებული გამოცდილება.
- ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ემოციური ინტელექტი, დიპლომატიური კომუნიკაცია, მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი და რთულ სიტუაციებში თავდაჯერებული გადაწყვეტილებების მიღება.
- კანდიდატს უნდა შეეძლოს ადმინისტრაციული გუნდის ხელმძღვანელობა, თანამშრომლების მოტივირება, ყოველდღიური ოპერაციების დამოუკიდებლად მართვა და კომპანიის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა.
- ჩვენ არ ვეძებთ ადამიანს, რომელიც მხოლოდ ყოველდღიური დავალებების შესრულებით შემოიფარგლება.
- ვეძებთ ლიდერს, რომელიც მხოლოდ პრობლემებს კი არ აგვარებს, არამედ ცდილობს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც მომავალში ამ პრობლემების რაოდენობას შეამცირებს.
ეს პოზიცია განკუთვნილია გამოცდილი პროფესიონალისთვის, რომელიც მზად არის მაღალი პასუხისმგებლობისა და გრძელვადიანი კარიერული განვითარებისთვის.
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ:
- CV ინგლისურ ენაზე, სადაც ასახული იქნება გაყიდვებისა და გუნდის მართვის გამოცდილება.
- მოკლე პასუხი ინგლისურ ენაზე შემდეგ კითხვაზე: "Why do you think you would be a good fit for this position?" (რატომ ფიქრობთ, რომ ამ პოზიციისთვის შესაფერისი კანდიდატი ხართ?)
გთხოვთ, განაცხადში მიუთითოთ თქვენი გაყიდვებისა და მენეჯერული გამოცდილების კონკრეტული მაგალითები.
ელფოსტა: dreamcleaninginfos@gmail.com
ელფოსტის სათაური: Operations & Sales Manager — Application
Dream Cleaning NYC
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ფიქსირებული 2, 000 ლარი თვეში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
