ოპერაციების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 600 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, თამარაშვილის 13თ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე. პოზიციის მიზანია ოპერაციული პროცესების ეფექტურად წარმართვა, მიმდინარე მოთხოვნების დროული დამუშავება, ინფორმაციის გადამოწმება, რისკის შემცველი შემთხვევების იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
ოპერაციული რიგებისა და მიმდინარე მოთხოვნების მუდმივი მონიტორინგი;
გადაუდებელი და კრიტიკული შემთხვევებისთვის შესაბამისი პრიორიტეტის მინიჭება;
დამუშავების პროცესში არასაჭირო შეფერხებების პრევენცია და დროული რეაგირება;
მაღალი სამუშაო დატვირთვის პერიოდში ოპერაციული პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მხარდაჭერა;
შიდა სისტემებში მომხმარებელთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმება;
არასრული, უჩვეულო ან პოტენციურად მაღალი რისკის შემცველი შემთხვევების იდენტიფიცირება;
საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის ან დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა;
განსაკუთრებული და კომპლექსური შემთხვევების შესაბამის მენეჯერთან ან დეპარტამენტთან ესკალაცია;
კომპანიის უსაფრთხოების, რისკების მართვისა და არამართლზომიერი ქმედებების პრევენციის პროცედურების დაცვა;
მიღებული გადაწყვეტილებებისა და შესრულებული ქმედებების ზუსტი და სრულყოფილი დოკუმენტირება;
შესაბამის გუნდებთან და დეპარტამენტებთან კოორდინაცია დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საკითხების დროულად გადასაჭრელად;
ხელმძრავნელითვის მნიშვნელოვანი შემთხვევების, შეფერხებებისა და ოპერაციული საჭიროებების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
ჩინურ ენაზე რეგულარული ანგარიშებისა და სამუშაო რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მომხმარებელთა მხარდაჭერის ან ოპერაციული დამუშავების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
ჩინური ენის თავისუფლად ცოდნა — მანდარინი სავალდებულოა;
ჩინურ ენაზე პროფესიული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის მაღალი დონე;
ანგარიშების, რეპორტებისა და სამუშაო მასალების ჩინურ ენაზე მომზადების უნარი;
Microsoft Office-ის პროგრამების, მათ შორის Excel, Word და PowerPoint-ის, პროფესიულ დონეზე გამოყენების უნარი;
ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
პრობლემებისა და რისკების დროულად იდენტიფიცირების უნარი;
ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაბამისი ესკალაციის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
მაღალი დატვირთვისა და დინამიკური სამუშაო გარემოს პირობებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი.
პროფესია: არ არის მოთხოვნილი
სამუშაო ადგილი: თამარაშვილის 13თ
ვაკანსიების რაოდენობა: 28
ხელფასი: 2600 ₾ / თვე
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 3 წელი
ენები: ჩინური (თავისუფლად)
უნარები: თანამშრომლობა, ანალიზი, კეთილსინდისიერება, ერთგულება, დაგეგმვა/ორგანიზება, გადაწყვეტილების მიღება, სტრესის მიმართ გამძლეობა, საქმიანი აზროვნება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
