ოპერატორი
გამოქვეყნდა 26 ნოებოლო ვადა: 25 დეკ
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
სს „აჭარა ტური“ აცხადებს ვაკანსიას ტურისტული კომპანიის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ტურიზმის ან ბიზნესის მიმართულებით);
- უცხო ენების ცოდნა სავალდებულოა (ინგლისური და/ან რუსული; დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
დამატებითი უპირატესობა:
- ტურისტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული მიმართულებების ცოდნა;
- სასტუმროებთან, პარტნიორებთან და ტურისტულ სააგენტოებთან კომუნიკაციის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- ტურისტული მომსახურების ორგანიზება და კოორდინაცია;
- ტურისტული ჯავშნების მიღება, დამუშავება და კონტროლი;
- მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- სასტუმროებთან, გიდებთან და სხვა პარტნიორებთან კომუნიკაცია;
- ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა.
ანაზღაურება: 1 500 ლარიდან (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: lawyer.adjaratour@gmail.com.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ინგლისური, რუსული
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
