ფაინ თრი ტერმინალი
მომსახურებაოპერატორი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 000–1 400 ₾
- მისამართი
- თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, კლინიკა "ვივამედი"-ს მიმდებარე ტერიტორია
- მთავარი მოთხოვნა
- 1C-ის და WMC პროგრამების ცოდნა და გამოცდილება
სრული აღწერა
სასაწყობო მეურნეობის ბიზნეს ოპერატორი "ფაინ თრი ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება: მიღებული ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა დოკუმენტების სისტემატიზაცია და პროგრამული ასახვა.
- საბანკო და სალარო ოპერაციები: საბანკო ამონაწერების ყოველდღიური გატარება, ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი.
- ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა: კომპანიის საოპერაციო ხარჯებისა და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების ზუსტი ასახვა პროგრამაში.
- ანგარიშების მოწესრიგება: ბუღალტრული ანგარიშების დაზუსტება და "თვის დახურვის" პროცესში მონაწილეობა.
- RS.GE პორტალთან მუშაობა: ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების მართვა.
- საგადასახადო დეკლარაციები: დეკლარირების პროცესში მონაწილეობა და საჭირო ინფორმაციის მომზადება (საშემოსავლო, დღგ და ა.შ.)
- საწყობიდან გასაწერი პროდუქციის დოკუმენტაციის გაფორმება და პროგრამაში ასახვა;
- ახალი კონტრაგენტების დარეგისტრირება.
- დოკუმენტაციის კორექტირება, დავალიანებების დოკუმენტაციის კონტრაგენეტებისთვის მიწოდება.
- ნაშთების მონიტორინგი.
- დღის მანძილზე განხორციელებული ოპერაციების დოკუმენტების შედარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით.
- პროგრამული ცოდნა:
- ORIS-ში მუშაობის გამოცდილება.
- აუცილებელია 1C-ის და WMC პროგრამების ცოდნა და გამოცდილება.
- MS Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა.
- RS.GE-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
- კანონმდებლობა: საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბაზისო ცოდნა.
სამუშაო განაკვეთი: სრული 9:00-18:00 სთ; შაბათი-კვირა და უქმე დღეები დასვენება;
ხელფასი: 1000-1400 ლარი (ნეტი) (კვალიფიკაციის მიხედვით)
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, კლინიკა "ვივამედი"-ს მიმდებარე ტერიტორია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: info@pt.ge (საგნის ველში მიუთითეთ "ოპერატორი". ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 591 708 009.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
