ოპერატორი
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- მთავარი მოთხოვნა
- RS.GE მუშაობის გამოცდილება მინ. 6 თვე
- მისამართი
- თბილისი, ზღვის უბანი, ავქსენტ ისააკიანის ქუჩა #1
სრული აღწერა
სადისტრიბუციო კომპანია "VG" საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.
შპს "ვიჯი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ზღვის უბანი, ავქსენტ ისააკიანის ქუჩა #1
განრიგი: 07:00-16:00 და/ან 12:00-21:00 (ცვლები)
ანაზღაურება: 1000 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საგადასახადო პორტალზე პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების გააქტიურება და კორექტირება
პროგრამაში სისტემური ფასდაკლებების ჩასმა;
- შეკვეთების დაჯგუფება, ლოკაციების მიხედვით განაწილება და ავტომანქანის დატვირთვისთვის გამზადება;
- ტრანსპორტთან და საწყობთან კოორდინებული მუშაობა;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება
- აუცილებელია RS.GE მუშაობის გამოცდილება მინ. 6 თვე
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
თუ ფიქრობ რომ აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს, თუ არ გაშინებს ახალი გამოწვევები, ხარ მოტივირებული და გინდა ყველაზე მაგარი გუნდის წევრი გახდე და ჩვენთან ერთად აკეთო საყვარელი საქმე გადმოაგზავნე რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@vg-ge.com და აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია (ოპერატორი) რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ვიჯიმ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 3 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
ჩვენ გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
