ჯი თი კომპანი
მომსახურებაოპერატორი
გამოქვეყნდა 7 ოქტბოლო ვადა: 7 ნოე
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- /პირობები: · ნორმირებული (ორშაბათიდან 09:30-18:00 სთ)
სრული აღწერა
შპს "ჯი თი კომპანი" ახდენს, სავენტილაციო დამხმარე მასალების იმპორტს უცხოეთიდან და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე.
კომპანიას ესაჭიროება ოპერატორი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ბუღალტერიის მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Excel-ის სრულყოფილად ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა, სასურველია ორის ბუღალტერია ან ორის მენეჯერი (არ არის აუცილებელი-ადგილზე შევასწავლით);
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში; (rs.ge-დან ზედნადებების ჩამოტვირთვა საბუღალტრო პროგრამაში და ასევე საბუღალტრო პროგრამიდან rs.ge-ზე ატვირთვა. სალაროს და ტერმინალის ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში)
- პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
- დებიტორ/კრედიტორების კონტროლი;
- შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი;
- პერიოდულად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობა;
- უცხოურ მომწოდებლებთან შეკვეთების წარმოება.
სამუშაო გრაფიკი/პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა - თბილისი, სტანისლავსკის ქუჩა #1 (წერეთლის გამზირის კვეთა, მეტრო გოცირიძესთან ახლოს);
- ანაზღაურება - ხელზე ასაღები 1500 ლარი, ზრდის პერსპექტივით;
- სამუშაო გრაფიკი - ნორმირებული (ორშაბათიდან 09:30-18:00 სთ).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: GTcompany1@yahoo.com. გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოპერატორი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
